fbpx

ცნობილი შეფ-მზარეული ჯეიმი ოლივერი საქართველოში გასტრონომიული ტურისფარგლებში იმყოფება

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით საქართველოს
ჯეიმი ოლივერი სტუმრობს. ცნობილი შეფ-მზარეული უგემრიელესი ქართული
კერძების პოპულარიზაციაში საქართველოს დაეხმარება.
კულინარიული ტურის ფარგლებში, შეფ-მზარეული გაეცნობა ქვეყნის უნიკალურ
კულტურას, სამზარეულოს, შეხვდება ადგილობრივ შეფ-მზარეულობს და მათგან
ქართული კერძების მომზადებას ისწავლის.
ჯეიმი ოლივერის გამომწერებს, მისი სოციალური არხებით, საშუალება ექნებათ
თვალი ადევნონ შეფ-მზარეულის ქართულ კულინარიულ თავგადასავალს.
ბრიტანელ შეფ-მზარეულს Instagram-სა და Facebook-ზე ერთად 20 მილიონზე მეტი
გამომწერი ჰყავს, ხოლო YouTube-ზე 6 მილიონამდე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება