fbpx

ირაკლი კობახიძე – ეკა გიგაურს და ნინო ლომჯარიას მოაკლდებათ თუ არა თანხები, ამას ქართული საზოგადოება ვერ იდარდებს

ფინანსური დახმარების შეჩერების ენით საუბარი ქართულ საზოგადოებასთან არასწორია, მაგრამ ეს არის ყველაზე არასწორი მუქარა გამომდინარე იქიდან,…

პრემიერი – გაუმჭვირვალე ფულში იგულისხმება ათეულობით მლნ დოლარი წელიწადში, საიდანაც არ ვიცით, რა  თანხები ხმარდება რევოლუციას,ეკლესიებზე თავდასხმას, რელიგიური სარჩულით პოლიტიკურ ინტერვენციას, ნარკოტიკების პროპაგანდას

როცა საუბარია გაუმჭვირვალე ფულზე, საუბარია ათეულობით მილიონ დოლარზე წლის განმავლობაში, რაც არ ვიცით, რაზე იხარჯება, არ ვიცით, კონკრეტულად, რა თანხები ხმარდება რევოლუციას, ეკლესიებზე თავდასხმას, რელიგიური სარჩულით პოლიტიკურ ინტერვენციას, ნარკოტიკების პროპაგანდას და ა.შ., – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, რაც შეეხება სხვა მიმართულებით უცხოური გრანტების მოცულობას, მაგალითად, სოფლის მეურნეობაში, უცხოური გრანტების რაოდენობა დაახლოებით 11-ჯერ ნაკლებია სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულებით გამოყოფილ დაფინანსებაზე. „რაც შეეხება სხვა მიმართულებით დაფინანსებას, მაგალითად რომ ავიღოთ უცხოური გრანტები, მოვიკითხე რამდენია დაახლოებით ჯამური წლიური ოდენობა სოფლის მეურნეობაში. მთელი კამპანიაა აგორებული იმასთან დაკავშირებით, თითქოს გარედან აყვავდა საქართველოს სოფლის მეურნეობა. რომ შევადაროთ, როცა ერთი და იმავე ტიპის დახმარებაზეა საუბარი, რას აკეთებს სახელმწიფო სოფლის მეურნეობისთვის, რა თანხები აქვს გამოყოფილი ყოველწლიურად, რაც არსად ჩანს, არავის ვამადლით, არ არის გამოკრული აბრები იმაზე, რომ კონკრეტული საწარმო, ფერმერული მეურნეობა  თუ ა.შ. დაფინანსდა საქართველოს მთავრობის მიერ. მთლიანობაში, ასეთი ტიპის ღონისძიებებზე, დახმარებაზე, ბიზნესის ხელშეწყობაზე სოფლის მეურნეობის სფეროში, სახელმწიფოსგან იხარჯება  წელიწადში 330 მლნ ლარი, რაც არის ჩადებული ბიუჯეტში. რომ მოვიკითხე უცხოური გრანტების ჯამური მოცულობა, დაახლოებით არის მთლიანად 30 მლნ ლარი, ანუ 11-ჯერ ნაკლები, ვიდრე გამოყოფს სახელმწიფო. თუმცა ეს გრანტები დანაწევრებული, ზოგი 5 000-დოლარიანი, ზოგი 10 000-დოლარიანი, ზოგიც უფრო ნაკლები და საბოლოო ჯამში ხდება ის, რომ ეს ყველაფერი დიდწილად გამოიყენება მარკეტინგისთვის, პიარისთვის. აქაც კი იკვეთება პოლიტიკური დივიდენდების მიღების ნიშნები. მათ შორის იკვეთება ნიშნები, რომ კონკრეტული ფერმერები მაგალითად, რომლებიც იღებენ შესაბამის გრანტებს, გამოირჩევიან კონკრეტული  პოლიტიკური ძალების მიმართ განსაკუთრებულად მომეტებული სიმპათიებით და ა.შ. ანუ, ძალიან ხშირ შემთხვევაში, აშკარად იკვეთება პოლიტიკური მიკერძოება გრანტების განაწილებისას. მოცულობები რომ ვთქვათ, დაახლოებით არის 11-ჯერ, 12-ჯერ ნაკლები, ვიდრე სახელმწიფო ხარჯავს ამ მიმართულებით და დამადლების ხარისხი არის პირიქით, 11-ჯერ მეტი. ამიტომ, როცა საუბარია მთლიანობაში ამ ათეულობით მილიონ დოლარზე, რაც არის ეჭვქვეშ, რომ ეს ყველაფერი არ ხმარდება ქვეყნის კეთილდღეობას, მთავარი არის გამჭვირვალობა. ჩვენ ხომ არაფერს ვამტკიცებთ, არ ვამბობთ, რომ რაღაც ცუდია, ან რაღაც კარგია, ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე და საბოლოო ჯამში საზოგადოებამ უნდა ნახოს, თუ რაზე, რისთვის და როგორ იხარჯება ეს თანხა. მეტს არაფერს ითვალისწინებს „გამჭვირვალობის შესახებ კანონი“, დანარჩენზე საზოგადოება გამოიტანს დასკვნებს,“- აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – დაფინანსება თუ იქნება გამჭვირვალე, დონორებსაც გაუჭირდებათ ისეთი საქმიანობის დაფინანსება, რაც უკავშირდება რევოლუციების ორგანიზებას, ეკლესიაზე გამუდმებულ თავდასხმას

დაფინანსება თუ იქნება გამჭვირვალე, ამ შემთხვევაში დონორებსაც გაუჭირდებათ ისეთი საქმიანობის დაფინანსება, რაც უკავშირდება რევოლუციების ორგანიზებას, ეკლესიაზე…

ირაკლი კობახიძე  ამ ქვეყანას სჭირდება დასვენება, წინსვლა,განვითარებადა სწორედ ამას ემსახურება კანონი  გამჭვირვალობის  შესახებ

ამ ქვეყანას სჭირდება დასვენება, წინსვლა, განვითარება და სწორედ ამას ემსახურება კანონი გამჭვირვალობის შესახებ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა იმედი LIVE-ში განაცხადა.  როგორც პრემიერმა აღნიშნა, დისკრედიტებული ოპოზიციითა და „ენჯეოებით“  შეუძლებელია რაიმე რევოლუციის მოწყობა.  „ჩვენ ყველა სცენარისთვის ვართ მზად, რაც მთავარია, როგორც არ გამოუვიდა არავის არც 2022 წელს, მანამდე 2021 წელს, რევოლუციის მოწყობა, შემდეგ 2023 წელსაც გრძელდებოდა ეს პროცესები, არც ამ შემთხვევაში გამოუვათ. ამ დისკრედიტებული ოპოზიციითა და „ენჯეოებით“ რა თქმა უნდა, შეუძლებელია, რაიმე რევოლუციის მოწყობა. მთავარია, რომ ჩვენ ყველა მიმართულებით დავიჭიროთ პრინციპული პოზიცია და ეს ეხება მათ შორის პირველ რიგში გამჭვირვალობის შესახებ კანონს. რატომ არის ეს კანონი ასეთი პრინციპული? აქ არ არის საუბარი მხოლოდ ერთი კონკრეტული კანონის მიღებაზე, რასაც ხაზი გაესვა დღევანდელ შეკრებაზე, საუბარია, რაზე – მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ ყოველ ჯერზე ვახერხებთ ამ პრობლემების გადალახვას, ვერ ახერხებენ რევოლუციის მოწყობას, მაგრამ გავიხედოთ უკან და გავიხსენოთ კიდევ ერთხელ თითოეული წელი. რაც გამოვიარეთ – 2019,2020, 2021, 2022, 2023 შეიძლება მუდმივად ასეთ რეჟიმში იყოს ქვეყანა, რომ არ დაასვენონ?! თან ვისი ხელით – მთელი ეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ თავისი სატელიტი პარტიებით, ეს „ენჯეოები“, მართლაც უსამშობლო ხალხი. ამ ადამიანების ხელით, როდესაც ვიღაც ცდილობს, რომ არ დაასვენოს ეს ქვეყანა, ამ ქვეყანას სჭირდება დასვენება და განვითარება. ჩვენ, მიუხედავად მთელი ამ მცდელობებისა, წარმოიდგინეთ, რომ ამ სამი წლის განმავლობაში მოვახერხეთ ნომინალური ეკონომიკის გაორმაგება დოლარში, რაც არის ძალიან დიდი წინსვლა და არცერთ კანდიდატ ქვეყანას ამის მიმსგავსებული ეკონომიკური ზრდაც კი არ ჰქონია. თქვენ წარმოიდგინეთ, ამ წლების განმავლობაში რომ არ ყოფილიყო ყოველ წელს ქვეყნის მორყევის, რევოლუციის მცდელობა, რა თქმა უნდა, დღეს 30 მილიარდი დოლარის მაგივრად, ეკონომიკა გვექნებოდა სულ მცირე 35, შეიძლება, 40 მილიარდი დოლარიც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე -წლის ბოლოს საქართველოსთვის მოლაპარაკებების გახსნას ალტერნატივა არ აქვს, ევროკავშირმა უნდა დაიცვას სამართლიანობა ქართული საზოგადოებისდაქართული  სახელმწიფოს  მიმართ

ევროკავშირმა უნდა დაიცვას სამართლიანობა როგორც ქართული საზოგადოების, ისე ქართული სახელმწიფოს და კონკრეტულად საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ განავითაროს ეს ქვეყანა ყველა თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, 2022-მა წელმაც გამოაჩინა, რომ ევროკავშირზე საკმაოდ სერიოზული ზეწოლაა. „თვითონ ევროკავშირი არ არის სრულად სუვერენული გადაწყვეტილებების მიღებისას. წინააღმდეგ შემთხვევაში ევროკავშირს არაფერს აძლევდა 2022 წლის ივნისში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭება. მაშინ იყო მძიმე კონტექსტი, ევროკავშირი იყო განსაკუთრებული ზეწოლის ქვეშ და საბოლოო ჯამში, ამან განაპირობა ის, რომ რეალურად ევროკავშირის ინსტიტუტები გამოყენებულ იქნა საქართველოში ვითარების არევის მცდელობისთვის და ეს გააკეთა მან, რასაც და ვისაც ჩვენ ვუწოდებთ „გლობალურ ომის პარტიას“. აქედან გამომდინარე, ყველა რისკი უნდა ავწონ-დავწონოთ, მჯერა, ევროკავშირს აქვს სრული ინტერესი, საქართველოსთან ჰქონდეს სამართლიანობაზე დაფუძნებული ურთიერთობები და გადაწყვეტილებები იყოს მიღებული ამ პრინციპის მიხედვით. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, წლის ბოლოს საქართველოსთვის მოლაპარაკებების გახსნას ალტერნატივა უბრალოდ არ აქვს. იქ, სადაც უკრაინას და მოლდოვას აქვს მინიჭებული მოლაპარაკებები და საქართველოს – არა, ყოველგვარ სამართლიანობაზე ლაპარაკი ზედმეტია. კორუფციის უმძიმესი პრობლემები, ინტიტუტების სისუსტე, დემოკრატიის და ადამიანების უფლებების კუთხით უკუსვლა და სერიოზული პრობლემები აქაც და ეკონომიკური უკუსვლა. ეს არის ის ყველაფერი, რაც დამახასიათებელია ამ ორი ქვეყნისთვის, თუმცა ფორმალურად ეს ორი ქვეყანა პატარა ნაბიჯით, მაგრამ მაინც წინ უსწრებს საქართველოს. ეს არის უსამართლობა, რა თქმა უნდა და ეს უსამართლობა უნდა შეიცვალოს, ამის შეცვლა თანაბრად არის როგორც საქართველოს, ისე ევროკავშირის ინტერესებში,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ განავითაროს ქვეყანა დემოკრატიის,  ადამიანის უფლებების, თუ ეკონომიკური თვალსაზრისით. „იმედი მაქვს, საბოლოო ჯამში, წელს, 2022 წლისგან განსხვავებით, ევროკავშირი მოახერხებს ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც თანაბრად შედის საქართველოს და ევროკავშირის ინტერესებში და იმედი მაქვს, წელს გაიხსნება მოლაპარაკებები. მოლაპარაკებების გახსნას, კანდიდატის სტატუსის მინიჭებასაც, ჰქონდა არსებითად სიმბოლური დატვირთვა. გახსოვთ, რამდენი ტყუილი ვრცელდებოდა, თითქოს, სტატუსის მიღებასთან ერთად გაიხსნებოდა უამრავი დახმარება, დაფინანსება და ა.შ. რაც ყველამ დაინახა, რომ აბსოლუტური ტყუილია. მარტივად ატყუებდნენ საზოგადოებას იმისთვის, რომ ჭარბი ემოციები შეექმნათ, რაც აღმოჩნდა ტყუილი. ყველამ დაინახა, რომ დღეს ყველაფერი ისევეა, როგორც იყო კანდიდატის სტატუსამდე, უბრალოდ ჩვენ სერიოზული პოლიტიკური გარანტია მივიღეთ იმ თვალსაზრისით, რომ საქართველო დღეს უკვე ოფიციალურად არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა. ამ კუთხით, მოლაპარაკებების გახსნას კიდევ უფრო ნაკლები დატვირთვა აქვს, სიმბოლური დატვირთვაც ბევრად უფრო ნაკლები აქვს, მაგრამ ეს არის პრინციპის საკითხი, რომ ევროკავშირმა უნდა დაიცვას სამართლიანობა როგორც ქართული საზოგადოების, ისე ქართული სახელმწიფოს და კონკრეტულად საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ განავითაროს ეს ქვეყანა ყველა თვალსაზრისით – დემოკრატიის,  ადამიანის უფლებების, ეკონომიკის თვალსაზრისით და საქართველო არის მოწინავე ქვეყანა, არა მხოლოდ უკრაინასთან და მოლდოვასთან შედარებით, თუ ავიღებთ ნებისმიერ კანდიდატ ქვეყანას, საქართველო არის ყველაზე სწრაფად განვითარებადი ქვეყანა, მათ შორის ეკონომიკის თვალსაზრისითაც, აღარაფერს ვამბობ დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე და ა.შ. აქედან გამომდინარე, ვიტოვებ იმედს, რომ მიღებული იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება. თუ ამ შემთხვევაში უხეშად არ ჩაერევა კიდევ ერთხელ „გლობალური ომის პარტია“, რა თქმა უნდა, ევროკავშირი მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც თანაბრად არის ევროკავშირის და საქართველოს ინტერესებში“, – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერი – არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ევროკავშირმა ჩვენგან მოითხოვოს დამოუკიდებლობის, პრინციპებისა და ღირებულებების დათმობა, შესაბამისად, აქ ვიქნებით ბოლომდე პრინციპულები

ჩვენ გვჭირდება დამოუკიდებლობით, სუვერენიტეტით სიარული ჩვენი ამოცანების შესრულებისკენ, მათ შორის, ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით, ეს არის ჩვენი…

ირაკლი კობახიძე – როდესაც გაკოტრებული პოლიტიკური უმცირესობა გესაუბრება ხალხის სახელით, ეს უბრალოდ მიუღებელია, დღეს ძალიან მკაფიოდ გამოჩნდა, სად დგას საზოგადოების უმრავლესობა

უმცირესობა ვერავითარ შემთხვევაში ვერ ისაუბრებს ქართველი ხალხის სახელით, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა დღევანდელ დღეს, როცა კარგად…

ირაკლი კობახიძე – საგარეო პოლიტიკაში ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია ევროკავშირში ინტეგრაცია, თუმცა, ევროკავშირში შესვლა გვინდა ჩვენი დამოუკიდებლობით, სუვერენიტეტით და ქართული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ღირებულებებით

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი თანამოქალაქეებისთვის იმ ძირითადი გზავნილების კიდევ ერთხელ გაზიარება, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს კურსთან,…

ბიძინა ივანიშვილი – არჩევნების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა“ მკაცრად აგებს პასუხს ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც მან 2 ათწლეულის მანძილზე ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინა

საქართველოს ბედი ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. ამ წლების განმავლობაში ჩვენ დავაგროვეთ საკმარისი რესურსი, რომ სუვერენიტეტის სრულად…

ბიძინა ივანიშვილი – ამ პროცესებით ქვეყანას და ხელისუფლებას არაფერი დააკლდება, გარდა იმისა, რომ გლობალურ ომის პარტიას კიდევ ერთხელ გავანაწყენებთ, რომელსაც მეორე ფრონტის არგახსნის გამო ჩვენს მიმართ წყენა ისედაც არ აკლია

ლგბტ-პროპაგანდისა და „ენჯეოების“ შესახებ კანონების ინიცირებას ორმაგი სარგებელი ჰქონდა: ერთი მხრივ, ამ ორი საკითხის საკანონმდებლო მოწესრიგებას…

ბიძინა ივანიშვილი – გრძელდება დაჟინებული ზეწოლა ხელისუფლებაზე სასამართლოს ხელში ჩასაგდებად, რომელიც იქამდე გაგრძელდება, ვიდრე წარმატების იმედს ბოლომდე არ დაკარგავენ

სასამართლოში დღემდე ითხოვენ ეგრეთწოდებულ ვეტინგს, ანუ უცხოური მმართველობის შემოღებას, რომელმაც რეპრესიები უნდა ჩაატაროს და სასამართლო სისტემა…

ბიძინა ივანიშვილი – „ენჯეოების“ დაფინანსება, რომელსაც უცხოეთიდან ხშირად გვამადლიან და დახმარებაში გვითვლიან, სინამდვილეში, თითქმის მთლიანად აგენტურის გამაგრებასა და ხელისუფლებაში მათ მოყვანას ხმარდება. ამ თანხებს არავითარი საერთო არ აქვს დახმარებასთან – ერთადერთ მიზნად საქართველოსთვის სახელმწიფო სუვერენიტეტის წართმევას ისახავს

„ენჯეოების“ გაუმჭვირვალე დაფინანსება არის მთავარი ინსტრუმენტი, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება გარედან შეგიძლია დანიშნო. მიზანია, საქართველო არა ქართველი…

ბიძინა ივანიშვილი – საქართველოს მიმართ გლობალური ომის პარტიის აგრესიის მთავარი მიზეზი ისაა, რომ დიდი ძალისხმევის მიუხედავად, საქართველო მეორე ფრონტად ვერ აქცია, რასაც ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნების პირობებში ძალიან მარტივად მიაღწევდა

საქართველოს მიმართ გლობალური ომის პარტიის აგრესიის მთავარი მიზეზი ისაა, რომ დიდი ძალისხმევის მიუხედავად, საქართველო მეორე ფრონტად…

ირაკლი ღარიბაშვილი: უნიკალური ქართული გამოცდილების არსია, რომ პირველ რიგში, ჩვენი ეროვნული ინტერესები დავიცვათ და ყველას შევახსენოთ, რომ ახალი წესრიგი თანასწორობას, მშვიდობისკენ სწრაფვას და ყველა ერების უნიკალურობისა და თვითმყოფადობის პატივისცემას უნდა დაეფუძნოს

ჩვენ კარგად ვიცით, რომ არსებობენ ძალები, რომლებიც ვერ ეგუებიან, რომ ქართველმა ხალხმა თავად უნდა მართოს ჩვენი…

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლა საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე

მივესალმები ჩვენი თავისუფლებისმოყვარე ერის ღირსეულ შვილებს! ყველას მინდა მოგილოცოთ ბზობა და წინასწარ მოგილოცოთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული! საქართველომ…