fbpx

29 აპრილს ქუდზე კაცი პარლამენტის წინ!-ია მეტრეველი

ია მეტრეველი, სოციალურ ქსელში, ქართული ოცნების მიერ, 29 აპრილს დაანონსებულ აქციას ეხმაურება და წერს: 29 აპრილს…

„ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური „სტუდია მონიტორს“ პასუხობს – მიზანმიმართულად ხელისშემშლელი და ცენზურასთან გათანაბრებულ გარემოპირობებში, ყველა ლეგიტიმურ გზას გამოვიყენებთ, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ სიმართლე

„ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური „სტუდია მონიტორის“ მიერ გავრცელებულ მანიპულაციურ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მოხედვითაც, „ფეისბუქის ოფიციალური…

ვლადიმერ ბოჟაძე: საქართველოს ბედს ქართველი ხალხი გადაწყვეტს

თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე საკრებულოს წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა: „ილია ჭავჭავაძე რომ გქონდეთ წაკითხული…

ეკა სეფაშვილი: 29 აპრილს ხალხი გამოვა სწორედ იმიტომ, რომ იმ ნაწილს, რომელიც ლგბტ პროპაგანდის მომხრეა და ოჯახის სიწმინდისა და გამჭვირვალობას წინააღმდეგია, უთხრას – „არა“ და აჩვენოს, რომ დამოუკიდებელი, ღირებულებებზე დაფუძნებული საქართველო სურს

„[რადიკალური ოპოზიციის, მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათი მხარდამჭერების] პროტესტი გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის მიმართ და ჩვენი ბრძოლა…

დავით შერაზადიშვილმა თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას უმასპინძლა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა საქართველოს პარლამენტის წევრ, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარ დეპუტატ გოგი…

მაკა ბოჭორიშვილი ოპოზიციაზე: როდესაც შენ ევროკავშირს უყურებ ისე, თითქოს მას შეუძლია რაღაც ინსტრუმენტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება როგორც ამას რუსეთი აკეთებს, ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა

შეცდომაში მათ შეჰყავთ საზოგადოება, როდესაც საზოგადოებას ემუქრებიან იმით, რომ ევროკავშირმა შეიძლება სავიზო რეჟიმი გააუქმოს საქართველოს მოქალაქეებისთვის.…

ნინო ვარდოსანიძე-კანონი რომელიც მოქმედებს რუსეთში, არის რუსული, კანონი რომელიც მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, არის ამერიკული და კანონი რომელიც მიიღება საქართველოში, არის და იქნება ქართული

„რაც შეეხება გამჭირვალობის კანონს და მის წარმომავლობასთან დაკავშირებით აჟიოტაჟის მცდელობას, ბევრი ითქვა და კიდევ ერთხელ გავიმეორებ,…

ანონსი

27 აპრილს, 13.00 საათზე, მცხეთაში, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, რეგიონული…

ეკა სეფაშვილი: ძველ ევროპაში არა მარტო აღიარებდნენ და ქადაგებდნენ ღირებულებებს, არამედ მტკიცედ და განუხრელად იცავდნენ მათ. ახალში მხოლოდ აღიარებენ და ქადაგებენ და არანაირად არ იცავენ მათ

„ჩვენ გვინდა ისეთი ევროპა, რომელიც ღირებულებებს არა მარტო ახმოვანებს, არამედ განუხრელად იცავს ნებისმიერი ქვეყნის მიმართ და…

მაკა ბოჭორიშვილი: წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება, რაც შეეხება შეჩერების მექანიზმს, არანაირი საფუძველი, რაც გაწერილია ევროკავშირის შესაბამის დოკუმენტში, საქართველოსთან მიმართებით არ არსებობს

ბოლო დღეებში გაკეთებულმა განცხადებებმა სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით, რასაც ასე ტირაჟირებენ ჩვენი ოპონენტები, კარგად გამოაჩინა მათი…

ირაკლი კობახიძე – ორჯერ სცადეს გაუმჭვირვალე ენჯეოებმა რევოლუციის მოწყობა ქვეყანაში; გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი პირობა იმისა, რომ ჩვენ დავაჩქაროთ ეკონომიკური წინსვლა

ჩვენ დაგვჭირდება უახლოესი რამდენიმე წელი, რომ რაც შეიძლება მეტად დავუახლოვდეთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს,  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის…

ირაკლი კობახიძე „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როდესაც საზღვრები საერთოდ არ იყო გახსნილი, იყო ორჯერ უარესი მაჩვენებელი მიგრაციის კუთხით, მთავარი ამოცანა არის ეკონომიკის განვითარება

„ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როდესაც საზღვრები საერთოდ არ იყო გახსნილი, იყო ორჯერ უარესი მაჩვენებელი მიგრაციის კუთხით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის მიერ მიგრაციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად  განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მიგრაციის კუთხით უარყოფით სტატისტიკას აქვს თავისი გამომწვევი მიზეზები და მათ შორისაა როგორც ეკონომიკური ჩამორჩენა, ისე გახსნილი საზღვრები ევროკავშირის ქვეყნებთან. „ჩვენს ქვეყანას აქვს ძალიან ბევრი გამოწვევა და მათ შორის დემოგრაფია არის უმთავრესი. ჩვენ გვაქვს უარყოფითი სტატისტიკა, როგორც შობადობის, ისე მიგრაციის კუთხით, რასაც  აქვს თავისი მიზეზები. მიგრაციას არსებითად აქვს ორი მიზეზი, პირველი არის ის, რომ ჯერ კიდევ დიდია ეკონომიკური ჩამორჩენა, ევროპის ქვეყნებთან და მეორე არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ  ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა. მაგალითად გერმანია  რომ ავიღოთ, გერმანიასთან ჩვენი ჩამორჩენა ცხოვრების დონის კუთხით არის ჯერ კიდევ  სამმაგი. 2012 წელს, ჩამორჩენა იყო ოთხნახევარმაგი ასე ვთქვათ, სწორედ ამიტომ წინა ხელისუფლების პირობებში მიგრაციის მაჩვენებლები იყო ბევრად უფრო მძიმე. ჩვენს პირობებშიც არის ცუდი დემოგრაფიული მონაცემები, მაგრამ კიდევ გავიმეორებ, ამას აქვს ორი მთავარი მიზეზი, ერთი არის ჯერ კიდევ არსებული ჩამორჩენა და მაგალითად მოვიყვანე გერმანია, რომელსაც სამჯერ ჩამოვრჩებით, საბერძნეთს ორჯერ და ა.შ. ასეთ დროს ცდუნება არსებობს რა  თქმა უნდა, რომ ადამიანები გავიდნენ ქვეყნიდან და გადავიდნენ სხვა ქვეყანაში და მეორე –  საზღვრები არის გახსნილი. ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როდესაც საზღვრები საერთოდ არ იყო გახსნილი, იყო ორჯერ უარესი მაჩვენებელი მიგრაციის კუთხით. ჩვენ გვაქვს უარყოფითი მაჩვენებლები, მთავარი ამოცანა არის ეკონომიკის განვითარება, თუ ეკონომიკა წინ არ წაიწევს  და თუ არ დავუახლოვდებით ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ეკონომიკური კუთხით, რა თქმა  უნდა, უარყოფითი მაჩვენებლები შენარჩუნდება. ჩვენ დაგვჭირდება უახლოესი რამდენიმე წელი, რომ რაც შეიძლება მეტად დავუახლოვდეთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნორვეგიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, საქართველოს საგარეო  პოლიტიკურ პრიორიტეტებს მიესალემება

ნორვეგიაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ნორვეგიელ კოლეგას, ესპენ ბარტ ეიდეს შეხვდა. შეხვედრაზე…

ირაკლი კობახიძე -ევროპარლამენტარებმა ვერ მოიშალეს  ზრუნვა სააკაშვილზე, რომელსაც  ჩადენილი აქვს უამრავი დანაშაული

ვროპარლამენტარებმა ვერ მოიშალეს ზრუნვა მიხეილ სააკაშვილზე, რომელსაც ჩადენილი  აქვს უამრავი დანაშაული, როდესაც ასეთ ადამიანს ვერ ელევიან, ქართული საზოგადოებისთვის ეს არის ინდიკატორი, სინამდვილეში რა ამოძრავებთ ამ ადამიანებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.  როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი და მათ შორის მოქმედებს სასჯელებიც.  „ევროპარლამენტარებმა ვერ მოიშალეს ზრუნვა ამ მძიმე დამნაშავეზე, თქვენ იცით,  რამდენი დანაშაული აქვს ჩადენილი მიხეილ სააკაშვილს მაშინ, როცა იმყოფებოდა ხელისუფლებაში, მერე რას აკეთებდა ცალკე თემაა, განსაკუთრებით როცა იყო ხელისუფლებაში. მას აქვს ჩადენილი უამრავი დანაშაული, მის მიმართ მოქმედებს სასჯელები რამდენიმე დანაშაულთან დაკავშირებით, როდესაც ასეთ პირობებში ვერ ელევიან სააკაშვილს, ეს არის  ინდიკატორი ქართული საზოგადოებისთვის, ინდიკატორი იმისა, სინამდვილეში თუ რა ამოძრავებთ  ამ ადამიანებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ირაკლი კობახიძე – კარგი, რაც უკავშირდება ამ აქციებს, არის ის, რომ ერთ ქვაბში იყრება ყველა ის სუბიექტი, რომელიც  სინამდვილეში, ერთ ქვაბში ისედაც არის  მოთავსებული

კარგი, რაც უკავშირდება ამ აქციებს, არის ის, რომ ერთ ქვაბში იყრება ყველა ის სუბიექტი,  რომელიც სინამდვილეში, ერთ ქვაბში ისედაც არის მოთავსებული-ამის შესახებ  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს  განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ესენი არიან კოლექტიური ნაცმოძრაობის პარტიები.„ერთი რაც არის ძალიან კარგი, რაც უკავშირდება ამ აქციებს, არის ის, რომ ერთ ქვაბში იყრება ყველა ის სუბიექტი, რომელიც სინამდვილეში, ერთ ქვაბში ისედაც არის მოთავსებული. ეს არის კოლექტიური ნაცმოძრაობის პარტიები, „ნაცმოძრაობა“ ლელო, გახარიას პარტია და ა.შ. ესენი არიან მდიდარი ენჯეოები, სხვა სუბიექტები, რომლებიც მათთან არიან დაკავშირებულები, კეზერაშვილის მიერ დაფინანსებული ექსტრემისტული ახალგაზრდული დაჯგუფებები და ა.შ. ყველა ერთ ქვაბში ჩაიყარა და საზოგადოება ხედავს იმას, თუ სინამდვილეში, ვის და რას წარმოადგენს კოლექტიური ნაცმოძრაობა“, – განაცხადა პრემიერმა.