fbpx

ირაკლი კობახიძე – ყველა ხედავთ, რომ  ოპოზიციას დიდი რესურსი არ აქვს,  ქართული საზოგადოება მხარს უჭერს  ენჯეოების გამჭვირვალობას

ყველა ხედავთ, რომ ოპოზიციას დიდი რესურსი არ აქვს, ქართული საზოგადოება მხარს  ჭერს ენჯეოების გამჭვირვალობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა,  ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ენჯეოების გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი,  რათა საზოგადოება იყოს ინფორმირებული. 

„ინფორმირებული საზოგადოება არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი მყარად იყოს დაცული, შესაბამისად, ეს ძალიან კარგად აქვს გააზრებული საზოგადოებას. საზოგადოებას უნდა მეტი ინფორმაცია  ენჯეოების დაფინანსებასთან დაკავშირები  მათ შორის იმისთვის, რომ მოხდეს ისეთი მოვლენების პრევენცია, რასაც ჰქონდა ადგილი  2020-2021 2022 წლებში.  ამ კანონის მიღებას არ აქვს არავითარი ალტერნატივა, მით უმეტეს, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში, ვერავინ, ვერავითარი არგუმენტი ვერ წარმოგვიდგინა ამ კანონის წინააღმდეგ“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება