მეორე მცდელობა ე.წ. „თვითმფრინავების საქმე“ მინდა შეგახსენოთ ყველას. მაშინ ძალიან ბევრი ადამიანი დაჟინებით მოგვიწოდებდა ჩვენ, ჩემთანაც იყო პირდაპირი საუბრები მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდანაც, რომ საქართველოს მთავრობას მიეცა ნებართვა, ოფიციალური ნებართვა, მინდა საზოგადოებისთვის განვმარტო, რომ მიეღო თვითმფრინავები უკრაინიდან, ჩარტერული თვითმფრინავები, რომლებიც წაიყვანდნენ შემდგომ უკვე მოხალისეებს და მებრძოლებს უკრაინაში. ეს იყო ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში და გახსოვთ, რომ მაშინ ძალიან ბევრი სახელმწიფოს ლიდერები, მათ შორის ევროპული სახელმწიფოების ლიდერები გამოდიოდნენ და მოუწოდებდნენ საკუთარ მოქალაქეებს, რომ არ ჩართულიყვნენ ომში და სხვა ფორმით გამოეხატათ სოლიდარობა, მხარდაჭერა, ჰუმანიტარული დახმარება. ეს იყო პირდაპირი პროვოკაცია და გეგმა, შეთქმულების ნაწილი იმისა, რაც მე უკვე მოგახსენეთ, რომ მომხდარიყო საქართველოს პროვოცირება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს. მთავრობის მეთაურის თქმით, ამით საქართველოს დააბრალებდნენ, რომ იგი პირდაპირ იყო ჩართული უკრაინის ომში, რაც ძალიან მძიმე შედეგებით დასრულდებოდა. „ამით მოხდებოდა რუსეთის პროვოცირება, საქართველოს დააბრალებდნენ, რომ იგი უკვე პირდაპირაა ჩართული უკრაინის ომში და კონფლიქტში რაც ძალიან მძიმე შედეგებით დასრულდებოდა. შედეგი და გათვლა იყო მხოლოდ ერთი – რამენაირად მომხდარიყო მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში. გახსოვთ ამის შემდეგ დაიწყეს ე.წ. მე-5 კოლონამ და მათმა წარმომადგენლებმა კოორდინირებული, ორკესტრირებული მოქმედება. დემონსტრაციები მთავრობის გადადგომის მოთხოვნით და მე მინდა ჩვენს საზოგადოებას შევახსენო, რომელი პატრიოტი და ეროვნული ინტერესების დამცველი პოლიტიკური ძალა შეეცდება ხელისუფლების დამხობას და შეცვლას მაშინ, როცა ურთულესი კრიზისი, გამოწვევა შეიქმნა ჩვენს რეგიონში, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მიერ? ეს გეგმაც გახსოვთ კარგად, რომ ჩაუვარდათ. ჩვენმა მტრებმა წააგეს,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
წელი: 2023
პრემიერი – მიზანი სააკაშვილის შემოსვლისა იყო ნიადაგის და ფონის მომზადება, რომ საქართველოშიც დაწყებულიყო ომი. რა თქმა უნდა ეს გეგმა ჩაუვარდათ, ჩვენი ქვეყნის შიდა და გარე მტრებმა წააგეს
მინდა შეგახსენოთ ასევე შემდეგი ფაქტი. 2021 წლის პირველ ოქტომბერს დაკავებულ იქნა უკანონოდ შემოსული, შემოპარებული ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი, რომლის ერთადერთი მიზანი იყო საქართველოში ე.წ. მეორე რევოლუციის მოხდენა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს. მთავრობის მეთაურის თქმით, სააკაშვილის გათვლებით საქართველოში უნდა მომხდარიყო რევოლუცია, სისხლის ღვრა, ხელისუფლების დამხობა. პრემიერის განცხადებით, რა თქმა უნდა, ეს გეგმა ჩავარდა და ქვეყნის შიდა და გარე მტრებმა წააგეს. „მისი მიამიტური გათვლებით აქ უნდა მომხდარიყო რევოლუცია, სისხლის ღვრა, ხელისუფლების დამხობა ძალადობრივი გზით, არჩევნების ჩაშლა. ეს პერიოდი ემთხვევა ზუსტად იმ პერიოდს, როცა, კარგად გახსოვთ, საუბრები უკვე დაწყებული იყო და ჩვენ სხვა ინფორმაციებიც გაგვაჩნდა ჩვენი პარტნიორებისგანაც, რომ მოსალოდნელი იყო უკრაინაში ომის დაწყება ნოემბერში, ან დეკემბერში, რომელიც რამდენიმე თვით გადაიწია ე.წ. რუსეთ-დასავლეთს შორის მიმდინარე კომუნიკაციის გამო. ეს პერიოდი შემთხვევით არ მიხსენებია, პირდაპირ ემთხვევა სააკაშვილის შემოსვლას და მის განზრახვას, რომ მოეხდინა ხელისუფლების დამხობა, გადატრიალება და რევოლუცია. ამას თუ დავუკავშირებთ შემდგომ უკვე რამდენიმე თვის შემდეგ უკრაინის ხელისუფლების გაცხადებულ მიზანს, მათ ქმედებებს, რომ მათი ამოცანა იყო სწორედაც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა, მე ვფიქრობ, არც ერთ გონიერ ადამიანს ეჭვი აღარ შეეპარება და კითხვა აღარ დარჩება უბრალოდ, რომ დიახაც, მიზანი სააკაშვილის შემოსვლისა იყო ნიადაგის და ფონის მომზადება, რომ საქართველოშიც დაწყებულიყო ომი. რა თქმა უნდა ეს გეგმა ჩაუვარდათ, ჩვენი ქვეყნის შიდა და გარე მტრებმა წააგეს,“- აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილი – დღეს ჩვენი სამყარო იმყოფება მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე
დღეს არის ურთულესი ვითარება მთელს მსოფლიოში. ასეთი გამოწვევების წინაშე ევროპა, მთლიანად მსოფლიო არ ყოფილა მეორე მსოფლიო…
თამარ ჩიბურდანიძე: ახლო მომავალში პოლიტიკური დატვირთვის ცენტრი ევროპიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით გადმოინაცვლებს და შესაძლოა ეს ეპიცენტრი საქართველო აღმოჩნდეს
„ხალხის ძალის“ წევრი, პოლიტოლოგი თამარ ჩიბურდანიძე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ანალიზს აკეთებს, სადაც ხაზს უსვამს საქართველოს როლს…
ნანა კაკაბაძე: სამომავლო პერსპექტივაში ვერ გამორიცხავ, მოვლენების იმგვარ განვითარებას, რომ თვითონ ევროპა მოექცეს რუსეთის გავლენის ქვეშ. ხოლო შინ ევროპაში მიმავალი ქართველები, შინ რუსეთში არ აღმოვჩნდეთ
არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე Facebook-ზე მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს და მის შემდგომ…
სოზარ სუბარი: „ნაცმოძრაობის“ მიერ მართულ არხებზე გამოჩნდა სათაურები – „ქართული გაზაფხული“, „თბილისური გაზაფხული“, რაც ძალიან საშიში ტენდენციაა
დღემდე კეთდება დასავლეთიდან განცხადებები ამ კანონთან დაკავშირებით, როცა პარალელურად მიდის ლაპარაკი მსგავსი კანონის მიღებაზე ევროკავშირის დონეზე,…
ლევან ჭოტორლიშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრზე: გაუნათლებლობის გარდა უტვინოა და აქვს ხასიათის ის თვისებები რაც ხაბეიშვილს ამსგავსებს – ამის გამო შეარჩიეს ოკეანის გაღმა და ამუშავებენ გერმანიის და ევროპის ინტერესების საზიანოდ
გერმანელებს ვისაც ვიცნობ და ტვინი ვისაც მოეკითხება, ყველას რცხვენია მინისტრის გამო. ლევან ხაბეიშვილი რომ იყოს საქართველოს…
ზეწოლასაც ვხედავთ და ქვეწოლასაც, გარეთაც და შიგნითაც.
ჩვენ თვალში ბეწვის ძებნას საკუთარში
დირე გენახათ არ
გაწყენდათ, ფრაუ!
კარგი იყო ფოკუსი გაგესწორებინათქალბატონო ანელინა! ჩვენ რას ვხედავთ თქვენსას მინდა იცოდეთ.ქართული ანდაზაა:ტყვილს მოკლე ფეხიაქვს! ზეწოლასაც ვხედავთ…
ზურაბ ქადაგიძე საყოველთაო ჯანდაცვით დაფინანსებული წამლების გაძვირებაზე: ონკოდაავადებულების ხარჯზე მდიდრდებით და კიდევ სახელმწიფოს ჩარევას აპროტესტებთ! სად ბრძანდება ოპოზიციაში შემძვრალი ოქრიაშვილი, საკუთარი ბიზნესლობირებით რომ არის დაკავებული?
„ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, ეხმაურება აფთიაქების მიერ იმ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ფასის გაოთხმაგებას, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვით ფინანსდება. „მონოპოლიზებული…
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, „კორტების სპეცოპერაციის“ საქმეზე მსჯავრდებული პირების მიმართ სასამართლო პროცესები სამართლიანად ჩატარდა
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, „კორტების სპეცოპერაციის“ საქმეზე მსჯავრდებული პირების მიმართ ეროვნული სასამართლო პროცესები სამართლიანად ჩატარდა დღეს ე.წ.…
22 მარტი წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეა
22 მარტი წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეა! აღნიშნულ აქციას ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები,მერიას დაქვემდბარებული…
ბაღდათის მუნიციპალიტეტის წარჩინებულ მოსწავლეებს საჩუქრად კომპიუტერები გადაეცათ
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 2021-2022 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის წარჩინებულ მოსწავლეებს, საჩუქრად პორტატული კომპიუტერები მერმა კახა…
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალური საკითხების, ჯანმრთელობისა და მდგრადი განვითარების კომიტეტმა, ეკა სეფაშვილი ერთხმად აირჩია მომხსენებლად საკითხზე „ბავშვები სამუშაო სამყაროში: ბავშვთა მავნე შრომის აღმოფხვრა“
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალური საკითხების, ჯანმრთელობისა და მდგრადი განვითარების კომიტეტის წევრებმა ეკა სეფაშვილი საკითხზე „ბავშვები სამუშაო…
ირაკლი კობახიძე – საქართველოში თუ რაიმე ანტიევროპულია, ეს არის გუბაზ სანიკიძე, მიხეილ სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“
ირაკლი კობახიძე – საქართველოში თუ რაიმე ანტიევროპულია, ეს არის გუბაზ სანიკიძე, მიხეილ სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“
საქართველოში თუ რაიმე ანტიევროპულია, ეს არის გუბაზ სანიკიძე, მიხეილ სააკაშვილი, „ნაცმოძრაობა“, შესაბამისად, სააკაშვილის დაკავშირება ევროპულ ინტეგრაციასთან…
ირაკლი კობახიძე – გუბაზ სანიკიძე არის “ევროპის სახე“საქართველოში თავისი ყველაფრით: თავისი წარსულით, თავისი აწმყოთი, თავისი მომავლით
ზოგადად, გუბაზ სანიკიძე არის „ევროპის სახე“ საქართველოში თავისი ყველაფრით: თავისი წარსულით, თავისი აწმყოთი, თავისი მომავლით –…