fbpx

22 მარტი წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეა

22 მარტი წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეა! აღნიშნულ აქციას ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები,მერიას დაქვემდბარებული ა(აიპ)-ების სამსახურის თანამშრომლები შეუერთდნენ. მონაწილეებმა პოლიეთილენის ბოთლების, პარკებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს ადიგენისა და დაბა აბასთუმნის მდინარის ნაპირები, ცენტრალური საავტომობილო გზისპირები, ქუჩები და მისი შემოგარენი. პროექტი საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ინიციატივითა და ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით განხორციელდა, რომელიც მდინარეების და წყალსატევების ნაპირების დასუფთავებაზეა ორიენტირებული. 1993 წლიდან, გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, ეს დღე მსოფლიოში ყოველწლიურად აღინიშნება. დღეს მსოფლიოში მილიარდობით ადამიანს არ აქვს საშუალება ისარგებლოს სუფთა წყლით. 22 მარტი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია წყლის რაციონალურად და ეკონომიურად გამოყენება და რა მნიშვნელობა ენიჭება ბუნებრივი რესურსების მოფრთხილებას და დაცვას

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება