fbpx

ზურაბ ქადაგიძე საყოველთაო ჯანდაცვით დაფინანსებული წამლების გაძვირებაზე: ონკოდაავადებულების ხარჯზე მდიდრდებით და კიდევ სახელმწიფოს ჩარევას აპროტესტებთ! სად ბრძანდება ოპოზიციაში შემძვრალი ოქრიაშვილი, საკუთარი ბიზნესლობირებით რომ არის დაკავებული?

„ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, ეხმაურება აფთიაქების მიერ იმ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ფასის გაოთხმაგებას, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვით ფინანსდება.

„მონოპოლიზებული ბაზრის კლასიკური სახე.

აი, რატომ იგლეჯენ სახეს ეს ნაძირალები, ზოგი ოპოზიციაში რომ შეძვრა და ზოგი – პოლიტიკური სარჩულით „აპრავებს“ საკუთარი ბიზნესის რეგულაციაში მოქცევას.

ყველაზე მოწყვლადი ჯგუფის – ონკოდაავადებულების ხარჯზე რომ მდიდრდებით და მერე კიდევ აპროტესტებთ სახელმწიფოს მხრიდან ჩარევას, მაგიტომ ხართ ნაძირალები.

სად ბრძანდება ოპოზიციაში შემძვრალი ოქრუაშვილი, საკუთარი ბიზნესლობირებით რომ არის დაკავებული და ხალხი სულ ფეხზე ჰკიდია?

ამიტომ ხართ ოპოზიცია გაკოტრებული, რომ ასეთი ნაძირალები წარმოადგენენ თქვენს სახეს!“, – წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება