fbpx

ბაღდათის მუნიციპალიტეტის წარჩინებულ მოსწავლეებს საჩუქრად კომპიუტერები გადაეცათ

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 2021-2022 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის წარჩინებულ მოსწავლეებს, საჩუქრად პორტატული კომპიუტერები მერმა კახა ენუქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ნოდარ გიორგიძემ და განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნინო მშვილდაძემ გადასცეს. ბაღდათის მუნიციპალიტეტს 2021-2022 სასწავლო წლის საბაზისო საფეხურის 34 წარჩინებული მოსწავლე ჰყავს. მერმა კახა ენუქიძემ მოსწავლეებს , პედაგოგებს და მშობლებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა. წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოებას ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები დაესწრნენ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება