fbpx

რობერტ ჰაბეკი- თქვენს ლამაზ ქვეყანაში ნამყოფი ვარ, როცა გავიგე ქართული ფრაზები, გამახსენდა ის ტკბილი ჟღერადობა, ძალიან ლამაზი დამწერლობაც გაქვთ

თქვენს ლამაზ ქვეყანაში ნამყოფი ვარ, როცა გავიგე ქართული ფრაზები, გამახსენდა ის ტკბილი ჟღერადობა, ძალიან ლამაზი დამწერლობაც გაქვთ, – ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ვიცე-კანცლერმა, ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა ტურისტული გამოფენის – ITB Berlin 2023-ის საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. რობერტ ჰაბეკმა უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ  საქართველომაც განიცადა ის, რაც უკრაინაში ახლა ხდება, რაც ახლა უკრაინაში  ხდება, საქართველოში დაიწყო. „მოგესალმებით მეგობრებო, საღამო მშვიდობისა, ბატონო პრემიერ-მინისტრო. დაბრუნდა ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა . რა საოცრებაა, რომ ყველანი ვიკრიბებით . მსოფლიო კიდევ ერთხელ გაერთიანდა და სწორი მიმართულებით შევიკრიბეთ. აღვნიშნავთ ამ განსაკუთრებულ დღეს. ეს ღონისძიება არის  ხელმისაწვდომი  180 ზე მეტი  ქვეყნისთვის ბევრი რეგიონია წარმოდგენილი ამ ღონისძიებაზე.  ჯერ ისევ კოვიდის ეფექტს ვიშუშებდით, როდესაც ახალი გამოწვევის სახით გამოჩნდა სამხედრო აგრესია. მე ვუსმენდი გამოსვლებს და საქართველოში რომ ვიმოგზაურე, ამაზე მოგვიანებით კიდევ ვიტყვი, იცით რა მახსოვს? მე მგონი კოვიდის პერიოდი იყო, 2008 წლის მოვლენები გავიხსე.  მე ვიცი, რომ საქართველომაც განიცადა ის, რაც უკრაინას უდგას ახლა წინ. თქვენს ქვეყანაში 4 წლის წინ ვიმყოფებოდი და ძალიან შორეული წარსული მეგონა, არადა დაბრუნდა მსოფლიოში იგივე აგრესია. უნდა გავიაზროთ ეს მოვლენები… როდესაც ვიაზრებთ, რუსეთმა რაც გააკეთა საქართველოში, ალბათ იყო ის ნიშანი, რომელმაც აჩვენა, რომ რუსეთის ლიდერი იქცა ტირანად. ჩვენ ყველანი ვხედავთ, რომ დღევანდელი პრობლემები, რაც უკრაინაში  ხდება, დაიწყო საქართველოში. ქალბატონებო და ბატონებო, მინდა დავუბრუნდე საქართველოს საკითხს, ჩვენს განსაკუთრებულ სტუმარს წლევანდელ ღონისძიებაზე.  უკვე ვახსენე, რომ თქვენს ლამაზ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, როცა გავიგე ქართული ფრაზები  ჩემი კოლეგისგან, გამახსენდა ის ტკბილი ჟღერადობა. ძალიან ლამაზი დამწერლობაც გაქვთ, შეუძლებელია მისი წაკითხვა უცხოელისთვის, მაგრამ  ძალიან ლამაზია”- აღნიშნა რობერტ ჰაბეკმა.

ძვირფასო ირაკლი, მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ, ამ ისტორიული დღისთვის-ზურაბ პოლოლიკაშვილი

ძვირფასო ირაკლი, მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ, ამ ისტორიული დღისთვის, თქვენი ძალისხმევისთვის და განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო…

ევროპის რუკაზე საქართველო საბოლოოდ დაიმკვიდრებს ადგილს და თქვენთან ერთად ამაყად ვიტყვით – ევროპაში ჩვენ მასპინძლები ვართ-ირაკლი ღარიბაშვილი

თითოეული ქართველის ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ  მალე დადგეს დღე, როდესაც ევროპის რუკაზე საქართველო საბოლოოდ დაიმკვიდრებს ადგილს, რომელსაც ჩვენი ისტორიითა და კულტურით, ჩვენი წარსულითა და თანამედროვეობით ვიმსახურებთ; დღე, როდესაც თქვენთან ერთად ამაყად ვიტყვით – ევროპაში ჩვენ მასპინძლები ვართ- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტურისტული გამოფენის – ITB Berlin 2023-ის საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და ისე ახლოს ვართ ჩვენს ცივილიზაციურ არჩევანთან,  როგორც არასდროს. “დღევანდელი საქართველოს ხელისუფლება და ხალხი ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი მიზნის მისაღწევად. დღეს, როდესაც ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, ჩვენ ისე ახლოს ვართ ჩვენს ცივილიზაციურ არჩევანთან,  როგორც არასდროს; ახლა თითოეული ქართველის ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ  მალე დადგეს დღე, როდესაც ევროპის რუკაზე საქართველო საბოლოოდ დაიმკვიდრებს ადგილს, რომელსაც ჩვენი ისტორიითა და კულტურით, ჩვენი წარსულითა და თანამედროვეობით ვიმსახურებთ; დღე, როდესაც თქვენთან ერთად ამაყად ვიტყვით – ევროპაში ჩვენ მასპინძლები ვართ. კიდევ ერთხელ მსურს მადლობა გადავუხადო გერმანიის მთავრობას,  ვიცე კანცლერს, ქალაქის მერს, ორგანიზატორებს ჩვენი აქ მოწვევისათვის, ხაზგასმით მინდა ავღნიშნო რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს უპრეცედენტო დინამიკა აქვს, რისი ნათელი დადასტურებაცაა დღეს ჩვენი მასპინძლობა ამ ღონისძიებაზე“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მნიშვნელოვნად მიგვაჩნია შესაბამისი კანონის მიღება რათა ქვეყანამ თავი დაიცვას რუსული აგენტურისგან-,,დინამო ,, სოხუმი

საფეხბურთო კლუბ “დინამო” სოხუმის განცხადება ! ჩვენის მხრივ გვინდა გამოვეხმაუროთ ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას და გამოვხატოთ ჩვენი…

ირაკლი ღარიბაშვილი- საქართველოში, თითოეულ ქართველთან შეხვედრისას, ყველა ოჯახში სტუმრობისას თქვენ შეხვდებით ფენომენს, რომელიც ლეიტმოტივად გასდევს მთელ ჩვენს ისტორიას – ქართულ სტუმართმოყვარეობას, რომელიც მართლაც უსაზღვროა

საქართველოში, თითოეულ ქართველთან შეხვედრისას, ყველა ოჯახში სტუმრობისას თქვენ შეხვდებით ფენომენს, რომელიც ლეიტმოტივად გასდევს მთელ ჩვენს ისტორიას – ქართულ სტუმართმოყვარეობას, რომელიც მართლაც უსაზღვროა-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტურისტული გამოფენის – ITB Berlin 2023-ის საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოში სტუმარი უფლის საჩუქრად მიაჩნიათ და ყველაფერი საუკეთესო მისთვის ემეტებათ. ქართველისთვის სტუმართმოყვარეობა იდენტობის განმსაზღვრელი, ხელშეუხებელი, დროისა და გარემოებების ცვლილებების მიუხედავად, მუდამ ცოცხალი  ტრადიციაა და ქართული ხასიათის ეს უნიკალური თვისება არსად გამქრალა ისტორიის ყველაზე რთულ, დრამატულ პერიოდებშიც კი. პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს უნიკალურ ბუნებასა და დაცულ ტერიტორიებზე ისაუბრა, რომლის ხილვაც გულგრილს ვერავის ტოვებს. „შეუძლებელია აღნიშვნის გარეშე დავტოვო საქართველოს უნიკალური ბუნება. ჩვენი ბუნებრივი საგანძურის ხილვა გულგრილს ვერავის ტოვებს – საქართველოს ჭარბტენიანი ტერიტორიები, UNESCO-ს  გადაწყვეტილებით, მსოფლიოს 213 ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხას დაემატა და ღირსეული ადგილი მოიპოვა ამაზონის ტყის, გრანდ კანიონის ეროვნული პარკის, იელოუსტოუნის ეროვნული პარკის, მთა ეტნას, შვეიცარიის ალპების გვერდით. არცთუ დიდ ფართობზე, ჭარბტენიან ტერიტორიებთან ერთად, საქართველო თავს იწონებს მაღალი მთის უნიკალური ეკოსისტემებით (ყაზბეგი, თუშეთი, ხევსურეთი), ნახევრად უდაბნო ვაშლოვანით, სადაც  შექმნილია ბიორეზერვატები. საქართველოს ტერიტორიაზე (ჯავახეთი და შავიზღვისპირეთი) გადის ფრინველთა საემიგრაციო გზა, რომელიც თავისი მნიშვნელობით მსოფლიოში მესამეა.   სწორედ ამიტომ, საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 12% დაცულია. დაცული ტერიტორიების ისტორია საქართველოში ლაგოდეხის ნაკრძალის შექმნით, 110 წლის წინ იწყება. ბუნებრივი სიმდიდრის დაცვა აქტიურად გრძელდება, რასაც დღეს, კლიმატის ცვლილებით შექმნილი გამოწვევის ფონზე, კიდევ უფრო დიდი და განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. დღეს, აქ, ამ ისტორიის, ჩვენი პატარა ქვეყნის დიდი კულტურის მხოლოდ მცირე ნაწილია წარმოდგენილი. იმედი გვაქვს, ეს თქვენ სურვილს გაგიჩენთ, ადგილზე ეწვიოთ ჩვენს ქვეყანას და უკეთ გაიცნოთ ჩვენი თვალწარმტაცი ბუნება, დიდი ისტორია და კულტურა, რაც მთავარია – მშრომელი, გულღია და უსაზღვროდ სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი. იქ, თითოეულ ქართველთან შეხვედრისას, ყველა ოჯახში სტუმრობისას თქვენ შეხვდებით ფენომენს, რომელიც ლეიტმოტივად გასდევს მთელ ჩვენს ისტორიას – ქართულ სტუმართმოყვარეობას. ისინი, ვინც უკვე ყოფილან საქართველოში – იცნობენ ამ ფენომენს და იციან, რომ ქართული სტუმართმოყვარეობა – მართლაც უსაზღვროა. ქართული გამოთქმა ამბობს – სტუმარი – ღვთისაა. ჩვენთან სტუმარი უფლის საჩუქრად მიაჩნიათ და ყველაფერი საუკეთესო მისთვის ემეტებათ. ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოები, დიდი ქართველი მწერლისა და პოეტის ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი“ სწორედ ამ ტრადიციას, დაუწერელ, მაგრამ ყველასთვის სავალდებულო წესს აღწერს. რა თქმა უნდა, სტუმართმოყვარეობა ყველა ხალხისთვისაა დამახასიათებელი, მაგრამ ქართველისთვის იგი იდენტობის განმსაზღვრელი, ხელშეუხებელი, დროისა და გარემოებების ცვლილებების მიუხედავად, მუდამ ცოცხალი  ტრადიციაა. ქართული ხასიათის ეს უნიკალური თვისება არსად გამქრალა ისტორიის ყველაზე რთულ, დრამატულ პერიოდებშიც კი.…

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენ მცირერიცხოვან,მაგრამწარსულითამაყ, თავისუფლებისმოყვარე, დაუმარცხებელქართველერსწარმოვადგენთ

ჩვენ  მცირერიცხოვან, მაგრამ წარსულით ამაყ, თავისუფლების მოყვარე, დაუმარცხებელ ქართველ ერს წარმოვადგენთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტურისტული გამოფენის – ITB Berlin 2023-ის საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. მთავრობის…

ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველოში ერთმანეთს ხვდებოდა ევროპა და აზია, აღმოსავლური და დასავლური ცივილიზაციის ნაკადები, ქვეყანა ამ ორი სამყაროს კულტურათა თვითმყოფად ნაზავად იქცა

საქართველოში ერთმანეთს ხვდებოდა ევროპა და აზია, აღმოსავლური და დასავლური ცივილიზაციის ნაკადები. ქვეყანა ამ ორი სამყაროს კულტურათა…

მაია გოგოლაძე: ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რატომ ტრიალებს ასეთი სიგიჟე კანონის ირგვლივ, რომელიც უცხოური დაფინანსების დარეგისტრირებას მოითხოვს?

ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რატომ ტრიალებს ასეთი სიგიჟე კანონის ირგვლივ, რომელიც უცხოური დაფინანსების დარეგისტრირებას მოითხოვს? ახლაც ვაპირებ…

ვრცელდება კახა კალაძის ფოტო ,,ფეიკი,, -თბილისის მერია

თბილისის მერიის პრესსამსახურის განცხადება სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მთელი დღის განმავლობაში ვირუსულადვრცელდება თბილისის მერის, კახა კალაძის ფოტო,…

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს ორგანიზებით, ბოლნისის
მუზეუმში, ბოლნისელი ხელოვანის, ნონა პაპაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნა

დღეს ბოლნისის მუზეუმის დროებით საგამოფენო სივრცეში, ბოლნისელი ახალგაზრდახელოვანის, ნონა პაპაშვილის პერსონალურ გამოფენა სახელწოდებით – „ცამდეაგიყვანს ფერები,…

ვატო შაქარიშვილი კახა გოგოლაშვილს: ვერც ერთი კანონი ვერ მოგაყენებთ რეპუტაციულ ზიანს ისე, როგორც ახლა თქვენ აყენებთ საკუთარ თავს. ნუ იტყუებით!

„ბატონო კახა თქვენ რეპუტაციაზე აკეთებდით აქცენტს და მერწმუნეთ ვერც ერთი კანონი და ვერც ერთი სახელწოდება ვერ…

„ხალხის ძალის“ კანონპროექტების მიზანი ინფორმირებული მოქალაქეა და ინფორმირებული მოქალაქე მხოლოდ იმ ძალას არ აწყობს, რომელსაც ქვეყანაში არეულობა და საზოგადოებაზე მანიპულაციები სურს

„ჩვენი, „ხალხის ძალის“ პოლიტიკა იყო და ყოველთვის იქნება ის, რომ ინფორმაციით შეიარაღებული ხალხი ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებებს…

როდესაც პირდაპირ ეთერში კახა გოგოლაშვილი ან “შულერობს” ან ცრუობს ისრაელის კანონთან მიმართებით, ის, როგორც სპეციალისტი ან ექსპერტი, საბოლოოდ კარგავს საზოგადოების ნდობას

კახა გოგოლაშვილმა მიმართა ანრი ოხანაშვილს: “ისრაელის კანონი არასამთავრო სექტორს ეხება? ვინ გითხრათ?”. ვინ გვითხრა, ბატონო კახა…

მაია ნიკოლეიშვილი „ხალხის ძალის“ კანონპროქტებზე – კანონპროექტის განხილვამ უკვე მოახდინა სრული ლუსტრაცია, გამოაჩინა უცხოეთიდან მიღებული “ხელოვნური პოლიტიკური კვების” სქემა, რომელიც ეროვნული სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ მუშაობს

სამოქალაქო სექტორის “აღელვებული” ნაწილი სახელმწიფოა სახელმწიფოში, სახელმწიფოს წინააღმდეგ! ძნელი მისახვედრი არაა, რომ “გამჭვირვალობის” სახელით შემოსული კანონპროექტი…

ზაალ ანჯაფარიძე – ოპოზიცია გადაიქცა ერთ დიდ “ქურქუმალ ვაითად”

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტების ირგვლივ ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. მისი…