fbpx

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს ორგანიზებით, ბოლნისის
მუზეუმში, ბოლნისელი ხელოვანის, ნონა პაპაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნა


დღეს ბოლნისის მუზეუმის დროებით საგამოფენო სივრცეში, ბოლნისელი ახალგაზრდა
ხელოვანის, ნონა პაპაშვილის პერსონალურ გამოფენა სახელწოდებით – „ცამდე
აგიყვანს ფერები, მზესაც კი მიეფერები“ საზეიმოდ გაიხსნა.
ღონისძიება ბოლნისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს,
„გენდერულ ღონისძიებათა“ სამოქმედო გეგმის ფარგლებში, გენდერული საბჭოს
ორგანიზებითა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით
მოეწყო. გამოფენის გახსნას ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, გენდერული
საბჭოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები ესწრებოდნენ.
გამოფენა ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიხსნა. ნონა პაპაშვილის
ნამუშევრების დათვალიერება ნებისმიერ მსურველს ერთი კვირის განმავლობაში
შეეძლება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება