fbpx

მნიშვნელოვნად მიგვაჩნია შესაბამისი კანონის მიღება რათა ქვეყანამ თავი დაიცვას რუსული აგენტურისგან-,,დინამო ,, სოხუმი

საფეხბურთო კლუბ “დინამო” სოხუმის განცხადება !

ჩვენის მხრივ გვინდა გამოვეხმაუროთ ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას და გამოვხატოთ ჩვენი აზრი .

” ჩვენთვის როგორც დევნილი გუნდისთის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ იმ ხალხის ვინაობა ღიად და დაუფარავად ვინც ჩვენს ქვეყანაში აკეთებენ რუსულ საქმეს , საქმეს რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში რუსული ინტერესების გატარებას , საზოგადოებრივი აზრის მომზადებას ოკუპანტი ქვეყნის , რუსეთის რომანტიზაციაში . ორგანიზაციები რომლებიც ამას აკეთებენ ზოგ შემთხვევაში ღიად და ზოგ შემთხვევაში ფარულად ჩვენი აზრით ეს უნდა იყოს ყველასთის თვალსაჩინო თუ კონკრეტული ორგანიზაციები საიდან ფინანსდებიან და რა არის ამ დაფინანსების მიზანი და მოტივაცია თუ კონკრეტული ორგანიზაცია რას ლობირებაში იღებს თანხას !

ჩვენთვის მთავარი არის ჩვენი ქვეყნის საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა , აუცილებელია ქვეყანამ იაროს ნათელ მხარეს რომელიც არ იქნება რუსული რათა ხელი შეეწყოს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანათ აღდგენას და დეოკუპაციას .

აქედან გამომდინარე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია შესაბამისი კანონის მიღება რათა ქვეყანამ თავი დაიცვას რუსული აგენტურისგან რომლებიც დაკავებულები არიან ჩვენი ქვეყნის ძირის გამოთხრით და ჩვენი საზოგადოების რუსიფიკაციით !

აქვე ღიად ვაცხადებთ , რომ ჩვენი ქვეყნის გეზი უნდა იყოს ცივილიზებური სამყაროსკენ და რა რუსული საბჭოთა იდიოლოგიისკენ და სწორედ აქედან გამომდინარე ვთვლით , რომ შესაბამისი კანონი დაარეგულირებს და გამოააშკარავებს აგენტებს რომელიც ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის ევროპისკენ სწრაფვას !

ნიშანდობლივია ის ფაქტი , რომ ადამიანები რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობაში და მოუწყვეს პირველ ხელისუფლებას “პუჩი” ის ხალხი აქტიურად აწინააღმდეგება აღნიშნულ კანონპროექტს განსაკუთრებით , ადამიანები რომლებმაც მოღალატეობრივი როლი შესარულეს და რუსული საქმე გააკეთეს აფხაზეთში . პოლიტიკური ორგანიზაციების ლიდერები რომლებიც დღეს იმ დროსაც კი როდესაც რუსეთის ფედერაცია შეიჭრა ჩვენი ქვეყნის მოძმე უკრაინაში რუსეთის ფედერაციის ოკუპანტი სახემწიფოს ბიუჯეტიდან ღიად იღებენ თანხას და ამას სხვა და სხვა არგუმენტებით ამართლებენ . ცდილობენ საზოგადოების განძრახ შეცდომაში შეყვანას .

ჩვენ გვესმის საზოგადოების და ვთვლით , რომ ჩვენც იმ საზოგადოების გვერდში ვდგავართ ვისაც სურს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია , ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვის ხარჯზე !!!

საქართველო უპირველეს ყოვლისა !!!

#რუსეთიოკუპანტია ! ! !

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება