fbpx

მაია გოგოლაძე: ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რატომ ტრიალებს ასეთი სიგიჟე კანონის ირგვლივ, რომელიც უცხოური დაფინანსების დარეგისტრირებას მოითხოვს?

ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რატომ ტრიალებს ასეთი სიგიჟე კანონის ირგვლივ, რომელიც უცხოური დაფინანსების დარეგისტრირებას მოითხოვს? ახლაც ვაპირებ ერთი თარგმანისთვის უცხოური დაფინანსების მოთხოვნას ერთ-ერთი ევროპული ფონდიდან, მზად ვარ ვიყო ევროპული ლიტერატურის გავლენის აგენტი. დავარეგისტრიროთ ჩვენი შემოსავლის წყარო და ვაკეთოთ კარგი საქმეები, – ასე ეხმაურება საზოგადოებრივი მაუწყებლის პროდიუსერი, მაია გოგოლაძე, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში.

მაია გოგოლაძის თქმით, ის გაეცნო როგორც ამერიკულ კანონს, ისე ქართულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, თუმცა, მისთვის მაინც გაუგებარია ოპოზიციის და არასამთავრობოების ნაწილის ვნებათაღელვა.

“თავისი ფეხით მოვიდა ჯორჯ სოროსი ჩვენთან, გაზეთ “7 დღეში”, მარჯანიშვილის მეტროს თავზე ვქირაობდით მაშინ ოფისს, ერთ უზარმაზარ გადატიხრულ ოთახს, დვიჟოკიც იქ გვედგა და იქ ვრთავდით, ფანჯრებს ვაღებდით უბრალოდ. სოროსის თანაშემწე, ენტონი რიხტერი, ორი დღე ცმუკავდა იქამდე, ამ ლიფტში როგორ შემოვიყვანო ჯორჯ სოროსი, გაგიჟდებაო… გეხსომებათ გორპროექტის ლიფტი… არ გაგიჟდა, სტამბის და ქაღალდის ფული მოგვცეს და სიხარულით ცას ვეწიეთ… შემდეგ ყველგან ვყვებოდით ამ ამბავს… შემდეგაც ბევრი რამე გამიკეთებია უცხოური დაფინანსებით, რომანები მითარგმნია და ასე შემდეგ… ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რატომ ტრიალებს ასეთი სიგიჟე კანონის ირგვლივ, რომელიც უცხოური დაფინანსების დარეგისტრირებას მოითხოვს? ახლაც ვაპირებ ერთი თარგმანისთვის უცხოური დაფინანსების მოთხოვნას ერთ-ერთი ევროპული ფონდიდან, მზად ვარ ვიყო ევროპული ლიტერატურის გავლენის აგენტი. დავარეგისტრიროთ ჩვენი შემოსავლის წყარო და ვაკეთოთ კარგი საქმეები… ვაკეტოთ ძალიან კარგი საქმეები, ადამიანებსაც დავეხმაროთ, თაფლიც დავწურით, მოცვიც მოვიყვანოთ და წიგნებიც ვწეროთ… მე სულ მიკვირს, რატომ არ შენდება საქართველოში ფაბრიკა-ქარხნები უცხოური გრანტებით? პირველ რიგში წარმოების, ინდუსტრიის, ანუ ეკონომიკის გასამართად გვჭირდება უცხოური ფინანსური დახმარება… სესხს არ ვგულისხმობ… მივიღოთ, ავაშენოთ, დავარეგისტრიროთ… რატომ შფოთავენ ნაცები? რატომ ტირის ელისაშვილი… რატომ ღელავენ ასე ძალიან ჩემი პატივცემული ფბ- მეგობრები? ნუთუ რამე გამომეპარა და რამეს ვერ ვიგებ? ავიღე და წავიკითხე ის ამერიკული კანონი… შემდეგ ავიღე და წავიკითხე ქართული კანონპროექტი… მაინც ვერ ავხსენი ასეთი თავგანწირული თვითგანადგურება აქამდე დარბაისელი პოლიტიკოსი ქალბატონებისა… ან ელჩი რატომ ღელავს… ან ელჩები… სულელურ მდგომარეობაში ვარ… მიშველეთ, ამიხსენით რამე…” – წერს მაია გოგოლაძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება