(ვიდეო) გიორგი ვაშაძის წარმატებული შეხვედრები ბრიუსელში

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Tata Power-ის აღმასრულებელ დირექტორს,  პრავირ სინას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Tata Power-ის აღმასრულებელ დირექტორს,  პრავირ სინას შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ქართულ ენერგოსექტორში განხორციელებული და დაგეგმილი მსხვილი ინვესტიციები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. აღსანიშნავია, რომ Tata Power, ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Invest-თან ერთად, კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია’’-ს მფლობელი კომპანიაა, რომელიც თავის მხრივ საქართველოს ენერგოსექტორის უმსხვილესი ინვესტორია. კომპანიამ განახორციელა 187 მგვტ სიმძლავრის შუახევის ჰესების კასკადის მშენებლობა, ჯამური ინვესტიციით – 550 მლნ აშშ დოლარზე მეტი. „შუახევი ჰესი“, დაახლოებით, 5%-ით ზრდის ელექტროენერგიის შიდა წარმოებას, აძლიერებს  ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას და ხელს უწყობს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისკენ სწრაფვას. პროექტი სამი ისეთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტის მიერაა დაფინანსებული  როგორიცაა: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), აზიის განვითარების ბანკი (ADB)  და მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია IFC. მთავრობის მეთაურის თქმით, ენერგეტიკის სფეროში განხორციელებული მასშტაბური პროექტები ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობასა და ენერგოუსაფრთხოებას უზრუნველყოფს, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ეკონომიკის სტიმულირებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.  აღსანიშნავია, რომ „შუახევი ჰესის“ მშენებლობის ეტაპზე 1000-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა, საიდანაც უმეტესობას ადგილობრივი მცხოვრებლები წარმოადგენდნენ, ხოლო ოპერირების ეტაპზე დასაქმებულთა რიცხვი დაახლოებით 100 ადამიანია. Tata Group  მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს ექვს კონტინენტზე, 100 ქვეყანაში ოპერირებს და მის მიერ დასაქმებულთა რიცხვი 935 000 შეადგენს.…

“საქპატენტის” თავმჯდომარედ სოსო გიორგაძე დაინიშნა

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარედ სოსო გიორგაძე დაინიშნა. “საქპატენტის” ახალ თავმჯდომარესთან შეხვედრა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამართა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები მიმოიხილეს. “საქპატენტის” თავმჯდომარედ დანიშვნამდე სოსო გიორგაძე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, მანამდე კი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სოსო გიორგაძე 2013 წლიდან მუშაობდა. სხვადასხვა დროს ის მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და იუსტიციის სახლს ხელმძღვანელობდა. ირაკლი ღარიბაშვილმა სოსო გიორგაძეს “საქპატენტის” თავმჯდომარედ დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

ტარიელ ნაკაიძე: რეკომენდაციების მე-11 პუნქტთან დაკავშირებით ჩემი ჩამოყალიბებული აზრი არ მაქვს, იმიტომ რომ ამ დღეებში სხვა საქმეებით ვიყავი დაკავებული

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „რეფორმების ჯგუფის“ წევრი, დეპუტატი ტარიელ ნაკაიძე აცხადებს, რომ რეკომენდაციების მე-11 პუნქტთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული…

პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ევრორეკომენდაციების მე-11 პუნქტთან დაკავშირებულ ცვლილებებს მხარი იმის გამო ვერ დაუჭირა, რომ დარბაზის გარეთ ჟურნალისტები ელოდებოდნენ

„რეფორმების ჯგუფში“ სხვადასხვა ახსნას უძებნიან იმას, თუ რის გამო არ დაუჭირეს მხარი ევრორეკომენდაციების მე-11 პუნქტთან დაკავშირებულ…

ირაკლი ზარქუა: ჭიჭე ვაშაძე და მისი მიმდევრები განსაკუთრებით არიან შემჩნეულები ორპირობასა და ორმაგ სტანდარტში – შეუძლიათ, რაღაც დაგაბრალონ და როდესაც კონკრეტული კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს, მხარს არ უჭერენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, „რეფორმების ჯგუფის“ მიერ ევრორეკომენდაციების მე-11 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებული პროექტის მხარდაჭერაზე…

ზურაბ ქადაგიძე: ისეთ გამართულ ქვეყანაშიც შეიძლება ელექტროენერგიამ გაატაროს წყალში და მოხდეს უბედური შემთხვევა, როგორც შვეიცარიაა. თუმცა, არავის მოუთხოვია ქალაქის მერის და მთავრობის გადადგომა

დანაშაული ჯერ უნდა შეფასდეს, გამოიკვეთოს მიზეზ-შედეგობრივი კავშირები და სამართლებრივი რეაგირების შემდეგ უნდა გაკეთდეს პოლიტიკური განცხადებები…თუმცა, ჩვენთან…

ლევან ნიკოლეიშვილი გვარამიაზე – ამ ღვარძლით სავსე ტექსტში არის პირდაპირი აღიარება იმისა, თუ როგორ მართავდნენ ნაცები ქვეყანას

,,გვარამიას ეს “ნააზრევი” ყველამ უნდა წაიკითხოს, განურჩევლად პოლიტიკური მრწამსისა, ასაკისა და გემოვნებისა. ამ ღვარძლით სავსე ტექსტში…

დავით შერაზადიშვილმა სოფელ ქვემო ბოლნისის
N1 საჯარო სკოლის პედაგოგს, ლალი დალაქიშვილი-ასლამაზიშვილს საქართველოს
დამსახურებული მასწავლებლის წოდების მინიჭება მიულოცა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა სოფელ ქვემო ბოლნისისN1 საჯარო სკოლის პედაგოგს, ლალი დალაქიშვილი-ასლამაზიშვილს საქართველოსდამსახურებული მასწავლებლის წოდების…

მამუკა მდინარაძე – დღეს კახი კალაძემ თქვა, რომ ვერავინ გაეცლება პასუხისმგებლობას და არავინ ზედმეტი პასუხისმგებლობის წინაშე არ უნდა აღმოჩნდეს, ეს იყო პასუხისმგებლიანი ადამიანის მნიშვნელოვანი გზავნილი

დღეს კახი კალაძემ თქვა, რომ არც ზედმეტი და არც ნაკლები პასუხისმგებლობა არავის დაეკისრება. ერთი მხრივ, ვერავინ…

ნიკო ნიკოლაძისადმი მიძღვნილი ღონისძიება სამტრედიის მეორე საჯარო სკოლაში

სამტრედიის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ ლალი კილაძის ხელმძღვანელობით წარმოადგინეს ღონისზიება სახელწოდებით…

სამტრედიის N 6 საჯარო სკოლაში პირველკლასელების ღონისძიება ჩატარდა

სამტრედიაშისსიპ მარლენ ბარამიას სახელობის სამტრედიის N6 საჯარო სკოლის პირველკლასელები ანბანეთში შეგვიძღვნენ. მერხებზე გადაშლილი იაკობ გოგებაშვილის დედაენა…

გივი ჩხარტიშვილი: კახა კალაძე არასოდეს გაურბის არც კითხვებს და არც პასუხისმგებლობას, სწორედ ამიტომ გამოუცხადა თბილისმა ორჯერ ნდობა. უსუსურია ოპოზიციის მცდელობა ტრაგედიას პოლიტიკური ელფერი შესძინონ

კახა კალაძე არასოდეს გაურბის არც კითხვებს და არც პასუხისმგებლობას. სწორედ ამიტომ გამოუცხადა თბილისმა მას ორჯერ ნდობა.…

თამარ ჩერგოლეიშვილი სააკაშვილზე: მეკარედ ისეთი ადამიანი გვეყენა 10 წლის განმავლობაში, რომელიც მეკარე კი არა მტირალა ეგომანიაკი აღმოჩნდა

,,მეკარედ ისეთი ადამიანი გვეყენა 10 წლის განმავლობაში, რომელიც მეკარე კი არა მტირალა ეგომანიაკი აღმოჩნდა. ამიტომ, მოწინააღმდეგის…

პაატა მანჯგალაძე: წარსულში ადეიშვილის კონკრეტული დანაშაულების შესახებ ჩემთვის ცნობილი არ არის

წარსულში ადეიშვილის კონკრეტული დანაშაულების შესახებ ჩემთვის ცნობილი არ არის, – ასე უპასუხა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა პაატა…