fbpx

მამუკა მდინარაძე – დღეს კახი კალაძემ თქვა, რომ ვერავინ გაეცლება პასუხისმგებლობას და არავინ ზედმეტი პასუხისმგებლობის წინაშე არ უნდა აღმოჩნდეს, ეს იყო პასუხისმგებლიანი ადამიანის მნიშვნელოვანი გზავნილი

დღეს კახი კალაძემ თქვა, რომ არც ზედმეტი და არც ნაკლები პასუხისმგებლობა არავის დაეკისრება. ერთი მხრივ, ვერავინ აერიდება და გაეცლება პასუხისმგებლობას და მეორე მხრივ, სამართლიანი სასამართლოს და მართლმსაჯულების უფლება ყველას აქვს და არავინ, არც ერთი ადამიანი გადამეტებით, ზედმეტი პასუხისმგებლობის წინაშე არ უნდა აღმოჩნდეს, ნებისმიერი დაკავებული, ეს იქნება კერძო კომპანიის თუ მერიის წარმომადგენელი – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ეს იყო პასუხისმგებლიანი ადამიანის ერთერთი მნიშვნელოვანი გზავნილი, იმიტომ, რომ საქართველოში არსებობდნენ ხელისუფლებები, რომლებიც ცდილობდნენ, თავისი დანაშაულის გადასაფარად ვიღაც დაჩაგრულიყო.
„დღეს კახამ უკვე მეორედ, გააკეთა აბსოლუტურად პასუხისმგებლიანი განცხადება, რომ თუ მცირედი, ხაზგასმით ვამბობ, მის სიტყვებს ვიმეორებ, მცირედი რაიმე დანაშაული, გადაცდომა მაინც გამოიკვეთება მის ქმედებაში, ის მზად არის, აიღოს პასუხისმგებლობა. დაკავებულები არიან ადამიანები, გამოძიება გრძელდება, გამოძიებამ უნდა დაადგინოს ყველა დეტალი და ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი იყო, ყველაზე მეტად რაც მენიშნა, გარდა იმისა, რომ მთლიანად აიღებს პასუხისმგებლობას მცირე გადაცდომის დადასტურების შემთხვევაში, მან თქვა, რომ თუ არ ვცდები, ასეთი სიტყვები იყო, არც ზედმეტი და არც ნაკლები პასუხისმგებლობა არავის დაეკისრება. მსგავსი სიტყვებით მან თქვა, რომ ერთი მხრივ, ვერავინ აერიდება და გაეცლება პასუხისმგებლობას და მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, სამართლიანი სასამართლოს და მართლმსაჯულების უფლება ყველას აქვს და არავინ, არც ერთი ადამიანი გადამეტებით, ზედმეტი პასუხისმგებლობოს წინაშე არ უნდა აღმოჩნდეს, ნებისმიერი დაკავებული, ეს იქნება კერძო კომპანიის თუ მერიის წარმომადგენელი.
ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი იყო, იმიტომ, რომ საქართველოში არსებობდნენ ხელისუფლებები, რომლებიც ცდილობდნენ, თავისი დანაშაულის გადასაფარად ვიღაც დაჩაგრულიყო. ესეც ხაზგასასმელია, რომ არავინ უნდა დაიჩაგროს და გადამეტებით არავის პასუხისმგებლობის საკითხი არ უნდა დადგეს, განსაკუთრებით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, უკანონო ბრალდებაზე საერთოდ წარმოუდგენელია საუბარი, ამას არც არავინ დაუშვებს ამ ქვეყანაში, დღეს ასეთი სიტუაციაა, თუმცა, ვერც ვერავინ გაექცევა ელემენტარულ მინიმალურ პასუხისმგებლობასაც კი, რამაც გამოიწვია დამდგარი შედეგი“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება