fbpx

სამტრედიის N 6 საჯარო სკოლაში პირველკლასელების ღონისძიება ჩატარდა

სამტრედიაში
სსიპ მარლენ ბარამიას სახელობის სამტრედიის N6 საჯარო სკოლის პირველკლასელები ანბანეთში შეგვიძღვნენ. მერხებზე გადაშლილი იაკობ გოგებაშვილის დედაენა მათთვის ჯადოსნური სამყაროს კარიბჭედ უნდა იქცეს. პირობაც დადეს, რომ ცოდნის სამყაროს აი იასავით შეიყვარებენ და ქვეყანას კარგ მამულიშვილებად გამოადგებიან.

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ეკა ნიკოლეიშვილი იყო ანბანეთში მათი მეგზური. თანამედროვე მეთოდებზე აგებული გაკვეთილით ჩანდა როგორც მასწავლებლის, ასევე მოსწავლეების მზაობა.

მხიარულ, მრავალფეროვან და სხვადასხვა აქტივობებით დატვირთულ გაკვეთილს ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი, ლეილა კუბლაშვილი და პედაგოგები სხვადასხვა საგნობრივი კათედრებიდან.
,,ვულოცავ ჩვენს პატარებს ანბანეთში შებიჯებას. მჯერა მათი გულმოდგინეობის, შრომისმოყვარეობის და მონდომების. ვიცი, რომ კიდევ ბევრჯერ ასახელებენ ჩვენს სკოლას და ჩვენს ქვეყანას. გილოცავთ დღევანდელ დღეს,“ აღნიშნა სკოლის დირექტორმა, ლეილა კუბლაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება