მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს დავაზუსტებთ და ნაცვლად 8,5%-ისა გვექნება 10%-ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერი – მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს დავაზუსტებთ და ნაცვლად 8,5%-ისა გვექნება 10%. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ზედიზედ 2 წლის განმავლობაში გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია მინდა, საუბარი დავიწყო ბიუჯეტის თემის განხილვით ჩვენ პარასკევს გვქონდა ბოლო განხილვა ეკონომიკური საბჭოს ფორმატში და 30 ნოემბერს, პარლამენტს წარედგინება ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი დაზუსტდება და ნაცვლად 8,5%-ისა იქნება 10%, რაც ნიშნავს, რომ ზედიზედ 2 წლის განმავლობაში ქვეყანას აქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. „მოგესალმებით, მინდა, დღეს საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია მნიშვნელოვანი საკითხების თაობაზე. ვფიქრობ, ჩვენ მივიღეთ საინტერესო გადაწყვეტილებები და ამის თაობაზე მინდა, ინფორმაცია მივაწოდო ჩვენს საზოგადოებას. მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს დავაზუსტებთ და ნაცვლად 8,5%-ისა გვექნება 10%. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ზედიზედ 2 წლის განმავლობაში გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. მინდა, შევახსენო ყველას, რომ დაახლოებით 80 მლრდ ლარი იქნება მთლიანი შიდა პროდუქტი ჩვენი ქვეყნის. ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, „პერ კაპიტა“, ასე ვთქვათ, 7 500 დოლარს მიაღწევს, რაც რა თქმა უნდა ძალიან დიდი პროგრესია ბოლო ორი წლის განმავლობაში. ასევე მინდა ვთქვა, რომ ბოლო 1 წელიწადში დაახლოებით ასი ათასზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. უმუშევრობა ჩამოვიდა ისტორიულ მინიმუმამდე, სიღარიბის შემცირებაც გვაქვს და ყველა მიმართულებით გვაქვს ზრდა, იქნება ეს ტურიზმი, ექსპორტი, შიდა წარმოება, მოკლედ ყველა მიმართულებით გვაქვს პოზიტიური მაჩვენებლები. ფაქტიური მობილიზების დინამიკის გათვალისწინებით ჩვენ ვზრდით 2023 წლის ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების გეგმიურ მაჩვენებელს დაახლოებით 390 მილიონი ლარით; გარდა ამისა,  გაიზრდება სესხების დაბრუნების და სხვა შემოსავლების გეგმიური მაჩვენებლები დაახლოებით 270 მლნ ლარით; აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ მომდევნო წელს რესურსი გვეზრდება 660 მილიონი ლარით და შესაბამისად ამავე თანხით გაიზრდება ნაერთი ბიუჯეტი და ჯამში 25 მილიარდი ლარი იქნება ნაერთი ბიუჯეტი,“- აღნიშნა პრემიერმა.

ბექა დავითულიანი: ეს ქვეყანა იატაკის ტილო არ არის რომ ფეხი შეაწმინდო

ეს ქვეყანა იატაკის ტილო არ არის რომ ფეხი შეაწმინდო, ესეც ყველამ უნდა იცოდეს- ამის შესახებ საპარლამენტო…

ბექა დავითულიანი სააკაშვილზე: ჩამოვიდა რევოლუციისთვის და აღმოჩნდა ციხეში. ამას რომ ვერ ეგუება, ყველაფრის საწყისი გახდა ეს

,,პოლიტიკოსის კარიერა და იმიჯი შეგდება ღირებულებებისგან, გაკეთებული საქმეებისგან და რიტორიკისგან. ჯანმრთელობის მდგომარეობა კითხვის ნიშნის ქვეშ თუ…

ბექა დავითულიანი სააკაშვილზე: ადვოკატმა განაცხადა, რომ პროცესზე დასწრება არ ემსახურება იმას, რომ მან კანონის ფარგლებში თავი იმართლოს. არამედ მხოლოდ იმას, რომ საზოგადოებისთვის საკუთარი ჯანმრთელობის დემონსტრირება მოახდინოს

,,პირველი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს დაესწრება თუ არა, ეს მისი საქმე და მისი უფლებაა. მას აქამდეც…

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს მუხტარ ბაბაიევს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას  შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის მიმართულებები მიმოიხილეს, რომლებიც ორივე ქვეყნისთვის პრიორიტეტულია. გამოითქვა არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა. პრემიერ-მინისტრის თქმით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და ორ ქვეყანას შორის გამორჩეულ ურთიერთობებს უსვამს ხაზს. საუბარი შეეხო ეკონომიკის მიმართულებით თანამშრომლობას. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო და აზერბაიჯანის რესპუბლიკა საიმედო სატრანზიტო პარტნიორები არიან და ერთობლივი სატრანსპორტო დერეფანი სანდო სადისტრიბუციო არხებზე და გლობალურ ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობას იძლევა. ხაზი გაესვა რეგიონული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების სრული დატვირთვით ფუნქციონირებისა და საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის თანამშრომლობის მნიშვნელობას. შეხვედრას ესწრებოდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია.

კაკაბაძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დასრულდა

საბურთალოს რაიონის გამგეობამ, სარგის კაკაბაძის ქუჩაზე სარეაბილიტაციოსამუშაოები განახორციელა.პროექტის მიხედვით, 3 119 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი…

ნოდარ რუხაძე:საპატრიარქო გადასაბუგია

მოძრაობა “სირცხვილია”-ს წევრ ნოდარ რუხაძის თქმით, საპატრიარქო გადასაბუგია. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს და დეკანოზ…

იცნობდეთ: ვინ არიან, 70 წლის მონაზნის ცემისა და სექსუალური ძალადობის საქმეზე დაკავებულები

70 წლის მონაზვნის ცემისა და სექსუალური ძალადობის საქმეზე პოლიციამ 27 წლის ლაშა ტალახაძე და 39 წლის…

ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციურ მედიას – “ფეიკ-კამპანიებით” ცდილობთ ადამიანები გონებრივ ტერორში ამყოფოთ!“

გამოენთნენ სოროსის “გენმოდიფიცირებული ლიბერალები”… რა თქვა ტყუილი ჯაღმაიძემ? ფიზიკურ ძალადობაზე უფრო დამანგრეველი ფსიქოლოგიური ტერორია, რომელსაც თქვენი…

ვატო შაქარიშვილი – სამი ტელევიზია, ათეულობით ენჯეო, პოლიტიკური პარტიები წლებია უწყვეტად ეწევით ეკლესიის და სასულიერო პირების დისკრედიტაციის აღვირახსნილ კამპანიას

თქვენ სიტყვით, რომელსაც ხშირად ქმედებაზე დიდი ძალა აქვს, მუდმივად შეურაცხყოფთ, მუდმივად ძალადობთ ეკლესიის წევრებზე დაწყებული –…

ედიშერ გვენეტაძე – ყოველგვარი ქრისტიანულის, ზნეობრივისა და ადამიანურის წინააღმდეგ ბრძოლამ გამოიწვია ის საშინელი შედეგი, რომელიც ჩაიდინეს გარეწრებმა

ზუსტად იგივე სჩადიოდნენ და სჩადიან ქვეყნის, ერის, სარწმუნოების მტერი ფსევდოლიბერალები, რომლებიც უკანასკნელი 20 წლის მანძილზე, უბინძურესი…

ნინო ფოჩხუა – უღმერთოთა ჯგუფმა კარგად იცის როგორი ავტორიტეტი აქვს ქართულ ეკლესიას, მაგრამ მაინც ებრძვიან, ჰგონიათ, რომ არა მართლმადიდებლობა და პატრიარქი, ადვილად მოერევიან საკუთარ მოსახლეობას

ზუსტად, ეს გაყიდული ტელევიზიები თესავენ სიძულვილს, ბოროტებას – აგებულს სიცრუეზე, ხელს უწყობენ ეკლესიის და პატრიარქის ავტორიტეტის…

ვლადიმერ ბოჟაძე – საქართველოს სახელმწიფოს, დედა ეკლესიის და ქართულის იდენტობის მტრებს კიდევ ერთხელ მიეცათ საშუალება ღიად დაეფიქსირებინათ ზიზღი და სიძულვილი, არადა, რომ კითხო ლიბერალები არიან

ფაშისტური აზროვნების გავლენა იგრძნობა ყველგან: რადიკალურ ოპოზიციაში, პოლიტიკურად ანგაჟირებულ, ყოველგვარი მედია სტანდარტებისგან დაცლილ პარტიულ ტელევიზიებში, ვითომ…

დავით ქართველიშვილი – არაფერს იშურებენ ადამიანის გულიდან ღმერთის განდევნის ძალისხმევაში – ყველგან, სადაც ხელი მიუწვდებათ: ეკლესიაში, სკოლებში, ტელევიზიით, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორებში, ქუჩაში, ეზოში, ოჯახში

ადამიანში “უფლის ხატისა და მსგავსების” მოსპობით რომ არიან დაკავებული ათეულობით წელიწადი, ზუსტად ეს ძალები – ამ…

ლევან ნიკოლეიშვილი – ფსევდოლიბერალების ზღვარგადასული აგრესია, რაც გუშინ საზოგადოებამ იხილა მამა ანდრია ჯაღმაიძის განცხადების შემდეგ, იყო ყოვლად ამაზრზენი, ეს ხალხი ძალიან საშიშია, ეს ხალხია კრებსითი ხოშტარიები

„ფსევდოლიბერალების ზღვარგადასული აგრესია, რაც გუშინ ჩვენმა საზოგადოებამ იხილა მამა ანდრია ჯაღმაიძის განცხადების შემდეგ, იყო ყოვლად ამაზრზენი…