fbpx

იცნობდეთ: ვინ არიან, 70 წლის მონაზნის ცემისა და სექსუალური ძალადობის საქმეზე დაკავებულები

70 წლის მონაზვნის ცემისა და სექსუალური ძალადობის საქმეზე პოლიციამ 27 წლის ლაშა ტალახაძე და 39 წლის ვასილ გამგონაძე დააკავა.

27 წლის ლაშა ტალახაძემ საპატიმრო დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა. ის სასჯელს ოჯახური ძალადობისთვის იხდიდა. ხაშურში სტუმრად მეგობართან, ორი დღის წინ ჩავიდა.

წარსულში ნასამართლევი იყო მეორე დაკავებულიც. ვასილ გამგონაძე სასჯელს ყაჩაღობაზე იხდიდა.

გამოძიება ჯგუფური ყაჩაღობისა და გაუპატიურების უმძიმეს საქმეზე გრძელდება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს საპატიმრო დაწესებულებაში დიდი დროის, 13 წლის გატარება მოუწევთ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება