fbpx

ჩვენ ყველა ქვეყანას ვცემთ პატივს, მაგრამ ყველაზე მეტად ჯერ ჩვენი ქვეყანა გვიყვარს-ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრის დასკვნითი სიტყვიდან :

• თქვენგან განსხვავებით ჩვენ ვემსახურებით საქართველოს !

• ჩვენ ყველა ქვეყანას ვცემთ პატივს, მაგრამ ყველაზე მეტად ჯერ ჩვენი ქვეყანა გვიყვარს.

ასეთი დასუსტებული, დაქსაქსული, დეგრადირებული რადიკალური ოპოზიცია არ მინახავს 10 წელია.

• ერთადერთი ხსნა გაქვთ – თავმჯდომარედ აირჩიოთ კლოუნი ხაბეიშვილი.

• კანდიდატის სტატუსი რა თქმა უნდა არის მნიშვნელოვანი, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანი არის ჩვენი ქვეყნის გაერთიანება.

• შესაძლოა, ჩვენს პარტნიორებთან გვქონდეს გარკვეული განსხვავებული შეხედულებები, მოსაზრებები, ეს ბუნებრივია, ვინაიდან ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო და რაც ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს სჭირდება ჯერ ის უნდა გავაკეთოთ.

• ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან გვაქვს წარმატებული თანამშრომლობა, განხორციელებული გვაქვს ძალიან ბევრი პროგრამა, პროექტი ერთად და რა თქმა უნდა ეს თანამშრომლობა გრძელდება, მე როგორც მთავრობის მეთაური ყველაფერს ვაკეთებ და გავაკეთებ რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაძლიერო.

• დამთავრდა ის დრო როცა ჩვენ უნდა შევასრულოთ ქვეყნისთვის საზიანო დირექტივები.

• ჩვენ ყველას მოვუსმენთ მაგრამ რაც ჭირდება ჩვენს ქვეყანას იმას გავაკეთებთ.

• ასევე მიუღებელია, როცა უცხო ქვეყნების ხელისუფლების მოქმედი თუ ყოფილი წევრები თავს ესხმიან ჩვენი ხელისუფლების მოქმედ თუ ყოფილ წევრებს.

• ომის პარტია მზად იყო და არის ხელი მოაწერონ ქვეყნის პოლიგონად გადაქცევას.

• ჩვენი მთავარი ოცნება და მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ქვეყნის გაერთიანება.

• ქვეყნის გაერთიანების გარეშე როგორ წარმოგიდგენიათ ჩვენი მომავალი?

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება