fbpx

ზაალ ანჯაფარიძე ოლივერ ვარჰეის განცხადებაზე: ბოლო ფრაზას მიაქციეთ ყურადღება! საქართველომ ძალიან მკაფიოდ დაგვანახა, რომ მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანება არის საქართველოს მყარი მიზანი

„ევროპას თითქოსდა არ უნდა აქ რევოლუციები და დესტაბილიზაცია, თუ ასეა, რატომ უჭერდნენ მხარს ფარულად ლეგიტიმური მთავრობის ჩანაცვლებას “ტექნიკური მთავრობით” და მხოლოდ მაშინ დაოკდნენ, როდესაც რევოლუციის მცდელობა ფიასკოთი დასრულდა?“- წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ანალიტიკოსი ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის საქართველოში ვიზიტს ეხმიანება და აღნიშნავს, რატომ არიან მუდმივად უკმაყოფილო საქართველოს ხელისუფლების პოზიციით არ გაამწვავოს ურთიერთობა რუსეთთან, რომ სამხედრო კონფლიქტი ააცილოს ქვეყანას.

„საქართველომ ძალიან მკაფიოდ დაგვანახა, რომ მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანება არის საქართველოს მყარი მიზანი. ამისთვის საჭიროა გრძელვადიანი სტაბილურობა და მშვიდობა.
ბოლო ფრაზას მიაქციეთ ყურადღება! ევროპას თითქოსდა არ უნდა აქ რევოლუციები და დესტაბილიზაცია, უნდა მშვიდობა და ა.შ.
თუ ასეა, რატომ უჭერდნენ მხარს ფარულად ლეგიტიმური მთავრობის ჩანაცვლებას “ტექნიკური მთავრობით” და მხოლოდ მაშინ დაოკდნენ, როდესაც რევოლუციის მცდელობა ფიასკოთი დასრულდა?
რატომ არიან მუდმივად უკმაყოფილო საქართველოს ხელისუფლების პოზიციით არ გაამწვავოს ურთიერთობა რუსეთთან, რომ სამხედრო კონფლიქტი ააცილოს ქვეყანას“- წერს ანჯაფარიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება