fbpx

მამუკა მდინარაძე „ხალხის ძალაზე“ – არანაირ პრობლემას მათი მხრიდან უმრავლესობის და გადაწყვეტილებების მიღების ნაწილში არ ველოდებით

„ხალხის ძალის“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ რჩებიან უმრავლესობაში. „ქართულ ოცნებას“ დღეს უკვე ამ მდგომარეობით პარლამენტში 75 დეპუტატი…

არმიელთა’’ წარმატებული თამაში ქუთაისში

მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს, ქუთაისში, ‘’აია’’ არენაზე, გაიმართა რაგბიში, პირველი ლიგის III ტურის გასვლითი მატჩი თბილისის…

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება მიმოიხილა. აღინიშნა, რომ მსოფლიოში არსებული რთული ვითარებისა და პესიმისტური მოლოდინების ფონზე საქართველოს უპრეცედენტოდ მაღალი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს. პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობის მიერ გადადგმული ეფექტიანი და გონივრული ნაბიჯებით საქართველოს ეკონომიკა სწრაფად აღდგა და 2021 წელს ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 10.4% შეადგინა, 2022 წლის 8 თვის განმავლობაში კი, ეკონომიკური ზრდის 10,3% -იანი მაჩვენებელი ფიქსირდება. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა მთავრობისა და ბიზნესსექტორის თანამშრომლობის მნიშვნელობას და ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ ასოციაციის ინდექსის მესამე კვარტალის შედეგები წარადგინა. შედეგები მკაფიოდ ასახავს ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკას. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა. ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა მათთვის აქტუალური და მნიშვნელოვანი კითხვები დასვეს. შეხვედრას ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და ბიზნესომბუდსმენი ოთარ დანელია.

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენ ორი წელი, მიყოლებით, გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა

ძალიან საინტერესო პროექტებზე ვისაუბრეთ, ჩვენ ასევე ავუხსენით ბიზნესის წარმომადგენლებს, რომ გვაქვს ძალიან კარგი ბიუჯეტი წელსაც და 2023 წელსაც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, ძალიან კარგი და პოზიტიური მოლოდინებია. „წელსაც, ჩვენი ვარაუდი არის, რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნება, იმ ფონზე რაც ხდება ევროპაში, ევროპის კონტინენტზე, ყველა ქვეყანაში თითქმის, ყველა მიმართულებით არის მოსალოდნელი რეცესია. ჩვენ ორი წელი, მიყოლებით, გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ამას სჭირდება შენარჩუნება, ბიზნესს სჭირდება მეტი ასე ვთქვათ პროგნოზირებადი გარემო, ლარის კურსი უნდა იყოს სტაბილური და არის კიდევაც ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგად სტაბილური, დაწყნარებულია სიტუაცია, დამშვიდებულია, ტურიზმი აღდგენილია და გვაქვს ძალიან კარგი, პოზიტიური მოლოდინები,“- განაცხადა პრემიერმა.

დავით შერაზადიშვილი ადგილობრივ თვითმმართველობათა ფორუმის მეორე
შეხვედრას დაესწრო

ადამიანის უფლებების მხრივ არსებული ვალდებულებების იმპლემენტაციის პროცესშიშესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობის, არსებული გამოწვევებისა დასაჭიროებების განხილვის მიზნით, თბილისში ადგილობრივ…

„ნაცმოძრაობა“ რომ ანტიდასავლურ ძალას დაგიძახებს, ეს იმას ნიშნავს, რომ სწორ გზაზე დგახარ, ანუ, მაშინ ხარ ევროპელიც, დასავლეთელიც და იბრძვი სამშობლოსთვის

„ნაცმოძრაობაში“ დღესაც ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველოს წინააღმდეგ იყვნენ, სხვა ქვეყნების ინტერესები გაატარონ და წინ საკუთარი მერკანტილური…

ირაკლი კობახიძე: დეოლიგარქციზაციაზე უკრაინული კანონი ვთარგმნეთ და საბაზისო ვერსიად ოპოზიციას შევთავაზეთ, ნახეს, რომ ბიძინა ივანიშვილს ვერ შეეხება, მაგრამ შეეხება მათ შორის კეზერაშვილს, მაშინვე წინააღმდეგობა წამოვიდა

კანონის მიღების დროს ერთ-ერთი მთავარი პრინციპი არის ის, რომ არ შეიძლება, ის რომელიმე პიროვნებაზე იყოს მორგებული.…

შესაძლოა დადგეს იმდაგვარი რეალობა, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ გარდაიქმნას ხალხის პარტიად

საზოგადოების ჩართულობა არის ზემაღალი მნიშვნელობის და ჩვენ პირველი ეტაპი სწორად გავიარეთ, შედეგიც სახეზეა, საზოგადოებამ თქვა თავისი…

ვეტერანთა შვილებსა და ჩეხ ჭაბუკ მორაგბეებს შორის მეგობრული შეხვედრა გაიმართა

მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში მოქმედ და ვეტერან სამხედროთა შვილებსა და ჩეხეთის რაგბის…

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთში მოღვაწე ქართველ მოქანდაკე გუჯი ამაშუკელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთში მოღვაწე ქართველ მოქანდაკე გუჯი ამაშუკელს შეხვდა. გასული წლის სექტემბერში, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ში ვიზიტის დროს, გაეროს საჩუქრად “ვეფხისტყაოსნის” სამუზეუმო ეგზემპლარი გადასცა, რომლის ყდაც, სწორედ, საფრანგეთში მოღვაწე ცნობილმა ქართველმა მოქანდაკემ, გუჯი ამაშუკელმა მოჭედა. ეროვნული მნიშვნელობის უნიკალური საგანძურის ჭედური ყდა დამზადებულია ვერცხლისგან და გამოყენებულია 20-მდე დასახელების ძვირფასი ქვა. ეგზემპლარი ნიუ-იორკში, გაეროს სათაო ოფისში, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ადგილას განთავსდა. გუჯი ამაშუკელის მიერ შექმნილი ქანდაკებები, სიმბოლური ხასიათის ნაკეთობები, მედალიონები, სამკაულები თუ მითოლოგიურ-რელიგიურ თემებზე გამოქანდაკებული ოქროსა და ვერცხლის ნივთები მსოფლიოს ცნობილი მუზეუმების, გალერეებისა და კერძო კოლექციონერების საკუთრებაა. გუჯი ამაშუკელის მიერ შექმნილი ყოველი ნივთი უნიკალურია და არ მეორდება. გუჯი ამაშუკელი „ხელოვნების ოსტატად“ აღიარეს, მინიჭებული აქვს ხელოვნების დარგში უმაღლესი დამსახურების აღმნიშვნელი ოფიციალური ჯილდო–ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერის საპატიო წოდება, არის საფრანგეთის რაინდის ორდენის კავალერი, „ხელოვნების მეტრის” ტიტულის მფლობელი. მისი ნამუშევრები დაცულია ვატიკანის, ლუვრის, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მუზეუმებში, პარიზის და ლიონის დეკორატიული ხელოვნების, ნანტის, მანდეტის მუზეუმებში და სხვა.

დღეს მოძრაიბა “ხალხის ძალა” პრეზენტაციას გამართავს

მოძრაობა “ხალხის ძალა” გაფართოებულ პრეზენტაციას გეგმავს. ღონისძიება 10:00 საათზეა დანიშნული. არსებული ინფორმაციით, მოძრაობას რამდენიმე ცნობილი სახე…

საქართველოს წითელი ჯვრის სამტრედიის ფილიალის მოხალისეებმა და თანამშრომლებმა ხანდაზმული ბენეფიციარები დაასაჩუქრეს

1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა. საქართველოს წითელი ჯვრის სამტრედიის ფილიალის მოხალისეებმა და თანამშრომლებმა ხანდაზმული ბენეფიციარები ტკბილეულით…