fbpx

მამუკა მდინარაძე სახალხო დამცველის არჩევაზე: ჩვენ ვიქნებით კონსენსუსზე ორიენტირებულები იმისთვის, რომ ევრორეკომენდაცია შესრულდეს

ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად კომპრომისისკენ მიდრეკილები, კონსენსუსზე ორიენტირებულები იმისთვის, რომ ევრორეკომენდაცია შესრულდეს, მაგრამ თუ ისინი გვთავაზობენ ულტიმატუმს,…

მამუკა მდინარაძე: მათ სცადეს ორი კურდღლის დაჭერა, თუ „ქართული ოცნება“ მხარს დაუჭერდა რეზოლუციას, იტყოდნენ, რომ ოცნებას მოუწია სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრად აღიარება, თუ არა, იტყოდნენ იმას, რასაც დღეს ამბობენ

,,ვინც არ უნდა ამბობდეს, არის ტყუილი, “ამის გარეშე” და “იმის გარეშე” რეზოლუციის მხარდაჭერა არ შეიძლება და…

მამუკა მდინარაძე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე – თუკი ვინმეს პასუხისმგებლობა უნდა იყოს, ვერავინ ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა

თუკი ვინმეს პასუხისმგებლობა უნდა იყოს, ვერავინ ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა. ეს იქნება ვიღაცის დაუდევრობა, იქნება ისეთი…

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა სხდომაზე 11 საკითხი განიხილეს. განსახილველ საკითხთა შორის იყო საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „გოგნის ქარის ელექტროსადგურის“ პროექტის კონცეფციის მოწონებისა და თანმდევი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“, რომელიც თერჯოლისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ქარის ელექტროსადგურების მოწყობას ითვალისწინებს. ელექტროსადგურის სავარაუდო დადგმული სიმძლავრე 103,5 მგვტ იქნება,  სავარაუდო წლიური გამომუშავება – 362 მლნ.კვტ.სთ, ხოლო საპროექტო ღირებულება – 130 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს. მთავრობის წევრებმა ასევე განიხილეს საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტები ,,პირისათვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭების შესახებ“, რომლის საფუძველზეც რვა კომპანიას საერთაშორისო სტატუსი მიენიჭება.

ანდრია ბასილაია: მერიას არ აქვს შესაბამისი ლეგიტიმაცია, რომ ეჭვი შეიტანოს სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული ექსპერტის დასკვნაში

თბილისის მერის მოადგილის ანდრია ბასილაიას განცხადებით, ნებისმიერიპროექტის განხორციელების დროს, თბილისის მუნიციპალიტეტი იბარებსკონკრეტული ეტაპების დასრულებულ სამუშაოებს, რომელსაც…

დავით ნარმანიამ საქართველოს პარლამენტში სემეკის საქმიანობის 2021 წლის ანგარიში წარადგინა

დავით ნარმანიამ ისაუბრა 2021 წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებზე, მომხმარებელთა ინტერესების დაცვასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე ელექტროენერგეტიკის,…

„ინტერმარიუმ კიბერუსაფრთხოების ფორუმი 2022“ გაიხსნა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „ინტერმარიუმ კიბერუსაფრთხოების ფორუმი 2022“გახსნა. ჯუანშერ ბურჭულაძემ, თანამედროვე გამოწვევების ფონზე, კიბერუსაფრთხოებისსფეროში საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის…

ჯუანშერ ბურჭულაძე: „ძვირფასო ვეტერანებო, თქვენი გამოცდილებით სჭირდებით საქართველოს, ჩვენს ხვალინდელ დღეს

“ „ვეტერანების სახით საქართველოს ჰყავს ღირსების ეტალონები, გამორჩეული მოქალაქეები,რომლებმაც საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად ჩვენი ქვეყნის…

„როიტერი“ – „კრედიტ სუისი“ დათანხმდა, გადაიხადოს 495 მილიონი დოლარი აშშ-ში აღძრული საქმის დასარეგულირებლად

შვეიცარიული ბანკი „კრედიტ სუისი“ დათანხმდა, გადაიხადოს 495 მილიონი დოლარი აშშ-ში თავის წინააღმდეგ აღძრული საქმის დასარეგულირებლად. როგორც…

ვატო შაქარიშვილი – დღეს რეფორმა თუ რამეს სჭირდება, ევროპის ბიუროკრატიაა. მისი დეგრადაციის პროცესის გაგრძელება იყო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის უკანასკნელი რეზოლუცია

დღეს, რეფორმა თუ რამეს სჭირდება, ეს არის – ევროპის ბიუროკრატია. მისი დეგრადაციის პროცესის გაგრძელება იყო ევროპის…

 ყველას ვალია, დააფასოს ვეტერანების ღვაწლი, რადგან მათ ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღეს – საკუთარი სიცოცხლე-ირაკლი ღარიბაშვილი

მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე, ვეტერანის დღე და ყველა ვეტერანს ჩვენი მთავრობის სახელით გითხრათ მადლობა თქვენი ღირსეული და ერთგული მსახურებისთვის, ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ტერიტორიების დაცვისთვის, ყველაფრისთვის, რაც თქვენ გააკეთეთ ჩვენი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ყველას ვალია, დააფასოს ვეტერანების ღვაწლი, რადგან მათ ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღეს, რაც ადამიანს გააჩნია – საკუთარი სიცოცხლე. „ყველას მოგესალმებით, ძვირფასო ვეტერანებო, პატივცემულო სტუმრებო, ძვირფასო ელჩებო. მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე, ვეტერანის დღე და ყველა ვეტერანს ჩვენი მთავრობის სახელით გითხრათ მადლობა თქვენი ღირსეული და ერთგული მსახურებისთვის, ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ტერიტორიების დაცვისთვის, ყველაფრისთვის, რაც თქვენ გააკეთეთ ჩვენი ქვეყნისთვის. არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის, არამედ მსოფლიოში მშვიდობის დაცვისთვისაც. მინდა აქვე ყველას შევახსენო პირველ რიგში ის, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენმა ქვეყანამ აღიდგინა დამოუკიდებლობა, ჩვენ ძალიან ბევრი რთული პერიოდი გამოვიარეთ. ომი აფხაზეთში, სამაჩაბლოში, შემდეგ უკვე 2008 წლის ომი და ჩვენი წარმომადგენლობა მისიებში. კოსოვოში, შემდეგ ერაყში, ავღანეთში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. ჩვენ ასეული ჩვენი ღირსეული პატრიოტი დავკარგეთ და ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე შეეწირა ამ ომებს. კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ნათელი ხსოვნის წინაშე. ჩვენი ვალია, დავაფასოთ მათი ეს ღვაწლი. მათ ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღეს, რაც ადამიანს აბადია – საკუთარი სიცოცხლე. როცა ადამიანი ამას საკუთარი ნებით თმობს, რა თქმა უნდა, ეს არის გმირობა“, – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს ანიკენ ჰუდფელდტს შეხვდა. განსახილველ საკითხებს შორის იყო ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების მზარდი დინამიკა და სამომავლო თანამშომლობის გაღრმავების პერსპექტივები. აღინიშნა, რომ წლების განმავლობაში ნორვეგიის, როგორც საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო დონორის, მნიშვნელოვანმა დახმარებამ დიდი წვლილი შეიტანა ქვეყნის დემოკრატიულ რეფორმებსა და ინსტიტუციონალურ მოდერნიზაციაში, ასევე მის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში. ხაზი გაესვა მჭიდრო პოლიტიკური დიალოგის აუცილებლობას. ირაკლი ღარიბაშვილმა ანიკენ ჰუდფელდტს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ევროპული ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საუბარი შეეხო შავი ზღვის კავშირის გაძლიერების მიმართულებით მუშაობის აუცილებლობას. აღინიშნა, რომ ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა აქვს. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო რეგიონში ევროპის საიმედო პარტნიორი და მოკავშირეა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჰელენე სანდ ანდრესენი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.

ლევან ნიკოლეიშვილი ელენე ხოშტარიას: ქალბატონო რუბლოვნა, იქნებ ჯერ შენ აიღო პასუხისმგებლობა პერფომანსებს და აქციებს რომ ატარებ, ამით რამეს აკეთებ, თუ უბრალოდ იმ ფულს “აპრავებ”, რომელსაც აქ სიტუაციის ასარევად გიგზავნიან

“სხვის უბედურებაზე და ტრაგედიაზე, პოლიტიკური ქულების დაწერა რომ ძალიან ამორალურია საქართველოში, ამის პასუხისმგელობასაც თუ აიღებ ცუდი…

გოგა ხაინდრავა: როგორ უნდა გქონდეს დეგრადირებული პოლიტიკური კეთილსინდისიერება, გონიერება და ზნე, რომ რეზოლუციაში უკრაინელი ერის ტრაგედია კრიმინალ და ტაკიმასხარა სააკაშვილს

გოგა ხაინდრავა ტვიტერზე ევროპის საბჭოს რეზოლუციას ეხმიანება. „როგორ უნდა გქონდეს დეგრადირებული პოლიტიკური კეთილსინდისიერება, გონიერება და ზნე,…

17 ოქტომბერი ვეტერანის დღეა 

17 ოქტომბერს საქართველოში ვეტერანის დღე აღინიშნება. ამ დღესთანდაკავშირებით, 17 ოქტომბერს, 10:00 საათზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფოსამსახურის დირექტორი,…