fbpx

ლევან დავითაშვილი-მიმდინარე წელს საქართველოსა და უნგრეთს შორის სავაჭრო ბრუნვა ორჯერ გაიზარდა, ეს ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკის მიმართულებით გააქტიურებულ ურთიერთობებს

მიმდინარე წელს საქართველოსა და უნგრეთს შორის სავაჭრო ბრუნვა ორჯერ გაიზარდა, ეს ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკის მიმართულებით გააქტიურებულ ურთიერთობებს-ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, საქართველოსა და უნგრეთს შორის ინვესტიციების დაცვისა და აღიარების შესახებ შეთანხმება გაფორმდა, რომელიც გარკვეული პროცედურების შემდეგ ოფიციალურად დამტკიცდება. „პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ორმხრივი ეკონომიკური კომისია გაიმართება, რომლის ფარგლებშიც ჩვენ თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებას განვიხილავთ. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა ორჯერ გაიზარდა. ეს ხაზს უსვამს უნგრეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკის მიმართულებით გააქტიურებულ ურთიერთობებს.  ასევე, ჩვენ მოვახდინეთ ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ ინვესტიციების დაცვისა და აღიარების შესახებ  შეთანხმება, რომელიც გარკვეული პროცედურების შემდეგ ოფიციალურად დასრულდება, დამტკიცდება და დარწმუნებული ვარ, რომ ახალი სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებაც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა

პრემიერ-მინისტრმა უნგრეთში გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებთან ერთად, უნგრეთის გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

დუშეთში ვეტერანთა ჰოსპიტალი საქველმოქმედო სამედიცინო აქციას ჩაატარებს

მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ვ.სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის ექიმები,…

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ორგანიზებით შინაურ ბინადარ ცხოველთა დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დაინტერესებულ პირებთან შეხვედრა გაიმართა 

✅ მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა შინაურ…

თავდაცვის მინისტრი ფინეთის ელჩსა და თავდაცვის ატაშეს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ფინეთის ელჩს, კირსტი ნარინენს და ახალ თავდაცვისატაშეს უმასპინძლა. ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიულიმთლიანობისა…

დავით შერაზადიშვილმა ბოლნისის წყალარინების სისტემების მოწყობასთან
დაკავშირებით, კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

ბოლნისის წყალარინების სისტემების მშენებლობის გაგრძელებაზე ხელშეკრულებებიუკვე გაფორმდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმატენდერში გამარჯვებული კომპანიის „Polat Yol…

კახა კალაძე: ბოლო დღეების განმავლობაში, პარკებსა და სკვერებში განათების ბოძებს დამცავ ხუფებს ხსნიან

პარკებსა და სკვერებში ხშირია ვანდალიზმის ფაქტები, ბოლო დღეებში კიგანათების ბოძებს ხსნიან დამცავ ხუფებს, – ამის შესახებ…

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში დღეს გაემგზავრა.  ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. ვიზიტის ფარგლებში, ასევე სამთავრობოთაშორისო ეკონომიკური კომისია გაიმართება. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი,  საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან

კახა კალაძე: სამშენებლო ობიექტების ინსპექტირების შედეგად, სამ მათგანზე უსაფრთხოების წესების დარღვევა გამოვლინდა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მუნიციპალურიინსპექცია მუდმივად ახორციელებს სამშენებლო ობიექტების ინსპექტირებას. ამისშესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის…

ჩვენ ვგეგმავთ კიბერუსაფრთხოების სარდლობის შექმნას – ჯუანშერ ბურჭულაძე

“ჩვენ ვგეგმავთ კიბერუსაფრთხოების სარდლობის შექმნას” – ამის შესახებ საქართველოსთავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერშისაუბრისას განაცხადა.…

არისტივიჩს ჯანგომ გაუგო და მისი “სიბრძნე” განმარტა

ჟურნალისტმა, აქტივისტმა, “საზოგადო მოღვაწემ” და ბოლოს “მედიამენეჯერის” “აქუს” ცოლმა ნინო ჯანგირაშვილმა დიდი შრომა გაწია და საზოგადოებას…