fbpx

ირაკლი კობახიძე: დეოლიგარქციზაციაზე უკრაინული კანონი ვთარგმნეთ და საბაზისო ვერსიად ოპოზიციას შევთავაზეთ, ნახეს, რომ ბიძინა ივანიშვილს ვერ შეეხება, მაგრამ შეეხება მათ შორის კეზერაშვილს, მაშინვე წინააღმდეგობა წამოვიდა


კანონის მიღების დროს ერთ-ერთი მთავარი პრინციპი არის ის, რომ არ შეიძლება, ის რომელიმე პიროვნებაზე იყოს მორგებული. ელემენტარულად, ვერ ერკვევიან სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის არსში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინამ მიიღო კანონი, რომელიც არავისზე არ არის მორგებული, არც ერთ პოლიტიკოსზე.

„ეს კანონი ვენეციის კომისიაში გაიგზავნა, მოიწონა და ჩვენ ეს კანონი ვთარგმნეთ და საბაზისო ვერსიად ოპოზიციას შევთავაზეთ. მაშინვე წინააღმდეგობა ერთი მარტივი მიზეზის გამო წამოვიდა – მათ ნახეს, რომ ეს კანონი ბიძინა ივანიშვილს ვერ შეეხება, რაზეც ისინი აქტიურად საუბრობენ, მაგრამ შეეხება მათ წარმომადგენლებს, არაერთ ლიდერს, მათ შორის კეზერაშვილს, რომელიც მედია მფლობელია და პირდაპირ ერევა პოლიტიკურ პროცესებში, ძალიან უხეში ფორმით. განსაკუთრებით, რაც ბოლო დროს ვიხილეთ. მათ ამ კანონის მიღება არ აწყობთ. გუშინ საუბრობდნენ იმაზე, რომ ისეთ კანონს შეიმუშავებენ, რომელიც მორგებული იქნება ივანიშვილზე. ეს თქვეს ღიად და საჯაროდ. ელემენტარულად, ვერ ერკვევიან სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის არსში. კანონის მიღების დროს ერთ-ერთი მთავარი პრინციპი არის ის, რომ არ შეიძლება, ის რომელიმე პიროვნებაზე იყოს მორგებული. როცა ხელისუფლებაში იყვნენ, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს ფეხქვეშ თელავდნენ. ახლა იგივე მიდგომები აქვთ ოპოზიციიდან, რაც არის სამწუხარო მოვლენა. კანონს ვერ მოვარგებთ. ამიტომ, უკრაინული კანონი ავიღეთ, რომელიც ყველამ მოიწონა და ვთავაზობთ, ოპოზიციას. თუ მოინდომებენ ამაში თანამონაწილეობას, მზად ვართ, კანონი მივიღოთ, თუ არა, მაშინ არ მივიღებთ. თუ კანონის მიღების საკითხის გარშემო კონსენსუსი არ იქნება, ჩვენც კანონს არ მივიღებთ. მათ შორის ევროკავშირის ყოფილ ელჩს ნათქვამი აქვს, რომ ეს კანონი არ არის საჭირო. თუ ევროკავშირსაც და ოპოზიციასაც მიაჩნიათ, რომ ეს კანონი არ გვჭირდება, არ მივიღებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება