fbpx

ამ წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავდით რუსული აგრესიის მზარდ ხასიათს-შალვა პაპუაშვილი

დღეს საქართველოს სახელმწიფო აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას მიაგებს პატივს. 14 წელი გავიდა 2008 წლის ომიდან. ეს…

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარება

ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარება. ეს არის ჩემი მთავარი მიზანი, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაურმა მუხათგვერდში განაცხადა, სადაც რუსეთ-საქართველოს ომის 14-წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. მისივე თქმით, მოღალატეების გეგმა, რომ საქართველოში მეორე ფრონტი ყოფილიყო ჩაიშალა და ჩაიშლება ყოველთვის. „იმ მოღალატეების მთავარი მცდელობა და გეგმა, ვინც ეს ომი ვერ ააცილა და არ ააცილა ჩვენს ქვეყანას, რომ ქვეყანაში მეორე ფრონტი ყოფილიყო, ჩაიშალა და ჩაიშლება ყოველთვის. ამის შემდეგ მათ ნახეს, რომ უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა არის მთელს მსოფლიოში საქართველოში, არც ერთ ქვეყანაში არ არის ასეთი პროგრესი, ასე ვთქვათ და ვინაიდან მათ ვერ მიაღწიეს მიზანს და ვერ გადმოიტანეს მეორე ფრონტი საქართველოში, უნდათ, რამენაირად დააზიანონ ისევ ჩვენი მოქალაქეები. როცა უნდათ, რომ შეაფერხონ ტურიზმი, ტურისტების შემოდინება საქართველოში, ეს ვისზე აისახება? – აისახება ჩვენს ქვეყანაზე, ეკონომიკაზე, ჩვენს ხალხზე, მოქალაქეებზე. ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარება. ეს არის ჩემი მთავარი მიზანი,“- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტს – 8 აგვისტო არასოდეს გამხდარა განხილვის საგანი, დღეს ვართ შეკრებილი იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ქედი მოვიხაროთ ჩვენი გმირების წინაშე

ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტს – 8 აგვისტო არასოდეს გამხდარა განხილვის საგანი; დღეს ვართ შეკრებილი იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ქედი მოვიხაროთ ჩვენი გმირების წინაშე. თარიღებზე საუბარს და სპეკულაციას, გთხოვთ ყველას, რომ თავი დავანებოთ ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ თარიღებზე გვიწევს საუბარი. ერთი მინდა ვთქვა, რომ ჩვენ, ყველანი დღეს ვართ შეკრებილი იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ქედი მოვიხაროთ ჩვენი გმირების წინაშე. დანარჩენ თარიღებზე საუბარს და სპეკულაციას, მე გთხოვთ ყველას, რომ თავი დავანებოთ, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც აგვისტოს ომის დაწყების თარიღს შეეხებოდა. როგორც პრემიერმა განაცხადა, 8 აგვისტო არასოდეს გამხდარა განხილვის საგანი და ეს არის პროვოკაციული კითხვა. „მე მინდა, შეგახსენოთ ყველას, რომ თარიღი 8 აგვისტო არასოდეს გამხდარა განხილვის საგანი. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები აქ ყოველთვის 8 აგვისტოს ამოდიოდნენ და საერთოდ უხერხულია, კიდევ მინდა ვთქვა, ჩვენი გმირი სამხედროების ოჯახების წევრები დგანან და ჩვენ ვსაუბრობთ თარიღებზე. ახლა მე გეტყვით მთავარს. მთავარი რაც არის, არის შემდეგი – ჩვენი ტელევიზიების დე-ფაქტო მფლობელის, ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილის უგუნურმა პოლიტიკამ, მისმა გაუთვლელმა, პროვოკაციულმა ნაბიჯებმა განაპირობა ის, რომ მათ თავიდან ვერ აიცილეს ეს ტრაგიკული ომი. ეს იყო სააკაშვილის და მისი გუნდის ღალატი, მათ გაწირეს ჩვენი ქვეყანა და გაწირეს ჩვენი ხალხი, გაწირეს ჩვენი სამხედროები. მე კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა შემდეგი, რომ ეს არის ჩვეულებრივი პროვოკაციული კითხვები, მინდა გთხოვოთ, რომ პატივი მიაგოთ გარდაცვლილი გმირების ხსოვნას,“- განაცხადა პრემიერმა.

თავადაც 8 რიცხვში აკეთებდნენ იგივეს წლების განმავლობაში, უბრალოდ ბოლო წლებია “ნაცების პიარმა” ასე გადაწყვიტა და ასეთი დავალება გასცა-რატი იონათამიშვილი

დეპუტატი რატი იონათამიშვილი- ცხინვალის რეგიონს სამხრეთ ოსეთი დაარქვეს, საზღვრები შემოუხაზეს და არჩევნები ჩაუტარეს, კოდორს – ზემო…

მე მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი უდიდესი მოკრძალება, გამოვუცხადო მწუხარება ჩვენი გარდაცვლილი გმირების ოჯახებს-ირაკლი ღარიბაშვილი

მე მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი უდიდესი მოკრძალება, გამოვუცხადო მწუხარება ჩვენი გარდაცვლილი გმირების, სამხედროების და არამხოლოდ,…

ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს და ჩვენი ხელისუფლება პირობას დებს, რომ გავაგრძელებთ მათ ოჯახებზე ზრუნვა-ჯუანშერ ბურჭულაძე

ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს და ჩვენი ხელისუფლება პირობას დებს, რომ გავაგრძელებთ მათ ოჯახებზე ზრუნვას,…

გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურის პარლამენტზე არ წარდგენა , პრეზიდენტის მხრიდან პინგპონგის თამაშს გავს-გრიგოლ გაგნიძე

იურისტი და ადვოკატი გრიგოლ გაგნიძე-პრეზიდენტის მიერ ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურის პარლამენტზე არ წარდგენა ,…

წამოგვიცვამენ რუსები მაგ 7 რიცხვზე, მარტო რეზოლუცია ეყოფათ-დავით ქართველიშვილი

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს-რუსები 7-შიც იყვნენ, 6-შიც და ხუთშიც. სულ ეგენი იყვნენ რეალურად, რაის სეპარატისტები. რვაში…

ირაკლი ღარიბაშვილი-14 წელია ჩვენი ქვეყნის გული – სამაჩაბლო, ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი- 14 წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან, რომელმაც ბევრი ჩვენი თანამოქალაქის…