fbpx

წამოგვიცვამენ რუსები მაგ 7 რიცხვზე, მარტო რეზოლუცია ეყოფათ-დავით ქართველიშვილი

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს-რუსები 7-შიც იყვნენ, 6-შიც და ხუთშიც. სულ ეგენი იყვნენ რეალურად, რაის სეპარატისტები. რვაში უბრალოდ აღარ დაფარეს და ბოლომდე ღიად წამოვიდნენ. ჩვენ შვიდს რომ მივაწვეთ, დაგვიდებენ მერე დოკუმენტებს და მაშინდელ ქართულ საინფორმაციოებს და უკაცრავად, მაგრამ წამოგვიცვამენ რუსები მაგ 7 რიცხვზე, მარტო რეზოლუცია ეყოფათ.

ამიტომ ჯობია სიმართლე ვთქვათ, რომ წინა დღეებში კი, რა თქმა უნდა იმათი ინტერვენცია იყო, რვაში უბრალოდ თავისი ბოროტი და ოკუპანტური სახე ბოლომდე აჩვენეს, ფართომასშტაბიანი და სრული შეტევა განახორციელეს. ამ დღეს იყო დიდი მსხვერპლიც და გლოვის დღესაც ამ დღეს აღვნიშნავთ.

ნაცებიც სულ 8-ში აღნიშნავდნენ და ბოლო წლებში შეცვალეს, ახლა ოცნებას ედავებიან აქეთ, რვა რა შუაშია, რუსული ნარატივიაო.

პირველად 7 რიცხვი გაჩნდა ევროპარლამენტის რეზოლუციაში და ეწერა, რომ 7-ში ქართველებმა დაბომბეს ცხინვალი და იქაური მშვიდობიანი მოსახლეობა გაუფრთხილელადო, რუსების შეტევა საპასუხო იყოო.

მაგ ნარატივისკენ წასვლა არ არის რუსული და რითაც სტრასბურგი მოვიგეთ და ჰააგაც უნდა მოვიგოთ, ეგაა რუსული ნარატივი????!!!!

ცოტა დაფიქრდით ხალხო, დიდი ჭკუა ჭირდება ელემენტარულ რაღაცეებს რომ მივხვდეთ??? რა 7 და რა 8, რატო უპრავებთ ან ნაცებს ან რუსებს, რეებს აკეთებთ, სულ გააფრინეთ?? დაფიქრდით და ისე წერეთ, ნაცების თოჯინები ნუ გახდებით, საკუთარი გონება არ გაქვთ?!?!??!?!? 😡😡😡😡😡

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება