fbpx

ამ წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავდით რუსული აგრესიის მზარდ ხასიათს-შალვა პაპუაშვილი

დღეს საქართველოს სახელმწიფო აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას მიაგებს პატივს. 14 წელი გავიდა 2008 წლის ომიდან. ეს წლები არის, ერთის მხრივ წლები, როცა ჩვენი სახელმწიფო, დაღუპულების ოჯახები ყოველდღიურად ვფიქრობდით იმ მსხვერპლზე, რომელიც ჩვენმა სამხედროებმა და სამოქალაქო პირებმა გაიარეს ამ ომის დროს; 400-ზე მეტი დაღუპული სამხედრო და სამოქალაქო პირი, 2000-ზე მეტი დაჭრილი სამხედრო და სამოქალაქო პირი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ამ წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავდით რუსული აგრესიის მზარდ ხასიათს. ჩვენ ვნახეთ, რომ, იმის გამო, რომ სათანადო რეაგირება შესაძლოა არ ჰქონდა 2008 წელს არ ჰქონდა საერთაშორისო საზოგადოებისგან, ვნახეთ რა მოჰყვა ამას 2014 წელს უკრაინაში, 2022 წელს უკრაინაში როგორ გაგრძელდა ვნახეთ. ეს არის ერთი მთლიანი აგრესიის ნაწილი და მნიშვნელოვანია სწორედ ამ პერსპექტივიდან, გადმოსახედიდან ჩვენ ვიცოდეთ რამხელა რისკებია საქართველოსთან დაკავშირებით რუსული აგრესიის მხრივ და სწორედ ამ რისკების გაცნობიერებით იმოქმედოს ჩვენმა სახელმწიფომ“, – აღნიშნავს პაპუაშვილი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება