fbpx

მე მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი უდიდესი მოკრძალება, გამოვუცხადო მწუხარება ჩვენი გარდაცვლილი გმირების ოჯახებს-ირაკლი ღარიბაშვილი

მე მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი უდიდესი მოკრძალება, გამოვუცხადო მწუხარება ჩვენი გარდაცვლილი გმირების, სამხედროების და არამხოლოდ, ჩვენი მოქალაქეების ოჯახებს, ჩვენი გმირების ნათელს ხსოვნას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომელიც მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფება.

„ჩვენ უდიდესი ტრაგედია გამოვიარეთ აგვისტოს ომის დღეებში. ძალიან ბევრი ადამიანი, გმირი დავკარგეთ. ჩვენმა სამხედროებმა გვაჩვენეს სამაგალითო გმირობა, თავდადება, თავგანწირვა. მათ ღირსეულად დაიცვეს სამშობლო, თავი შესწირეს ჩვენს სამშობლოს და ჩვენი ძალიან ბევრი მოქალაქე გადაარჩინეს. კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე და მე მინდა ჩვენს ქვეყანას ვუსურვო პირველ რიგში მშვიდობა, გაერთიანება და გამთლიანება“, – აცხადებს პრემიერი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება