თუ ამ ადამიანებს რეალურად გული შესტკიოდათ ჩვენი ქვეყნის მომავალზე და შესტკივათ, როგორც ისინი ამბობენ, მაშინ რატომ არ მოუწოდეს თავის პარტიას, კითხვას ვსვამ საჯაროდ, რატომ არ მოუწოდეს, რატომ არ გააკეთეს ყველაფერი იმისთვის, რომ ასეთი სამარცხვინო ანტი-სახელმწიფოებრივი და ანტი-ქართული რეზოლუცია არ მიეღოთ ევროპარლამენტში. ჩვენ აქ კითხვები არ გვაქვს, მეგობრებო. ყველას კარგად ესმის ყველაფერი, ეს რას ემსახურებოდა,- – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიცია ცდილობს, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით დააზიანოს მთავარი – ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. „გახსოვთ ალბათ, რომ მაშინ სანქციებზე მიერთებას, დაწესებას ითხოვდნენ, შემდეგ მოითხოვეს, რომ გაგვეშვა მოხალისეები ჩარტერული რეისებით, ამაზე მთავრობას უნდა მიეცა ნებართვა, ეს პირდაპირი ჩართულობა იყო მთავრობის, სახელმწიფოს ჩართულობა იყო ომში, მაშინ როცა მთელი მსოფლიო საჯაროდ მოუწოდებდა თავის მოქალაქეებს, რომ არ ჩართულიყვნენ, არ მიეღოთ საომარ მოქმედებებში მონაწილეობა. შემდეგ გახსოვთ აქციების გამართვა ჩემი გადადგომისა და მთავრობის გადადგომის მოთხოვნით და ახლა უკვე, სრულიად გაწბილებულები რომ იტყვიან, ხელმოცარულები, როდესაც ვერც სანქციების და ქაოსის შექმნით ომში ჩართვა ვერ შეძლეს ქვეყნის, ქვეყანაში არეულობა და დესტაბილიზაცია ვერ შეძლეს, ახლა ასეთი მავნებლობით და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით ცდილობენ, დააზიანონ მთავარი – ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები მხოლოდ. კიდევ მინდა გავიმეორო, მოლდოვას და უკრაინას რომ ვუსწრებთ ათი თავით, ყველა მიმართულებით, აღარ მინდა ამდენი ვილაპარაკო, მაგრამ ყველამ კარგად იცის, რაც მთავარია იცის ყველა ევროპელმა. იმ რეიტინგებს, რომლებსაც გვიწერენ და გვაფასებენ – ჩვენი ქვეყნის ღია მმართველობას, ანტიკორუფციულ პოლიტიკას, მედია-თავისუფლებას, გამჭვირვალობას, ვინ ადგენს ამ რეიტინგებს უკაცრავად, ხომ ვერ შემახსენებდით?! ამ რეიტინგებს ადგენენ საერთაშორისო ორგანიზაციები, მაღალი რეპუტაციის, ავტორიტეტული ორგანიზაციები, რომლებიც აფასებენ ქვეყანას თავიანთი პერფორმანსის, ასე ვთქვათ რეფორმების მიხედვით და იმ მიღწევების მიხედვით, რომელიც ქვეყანას აქვს. ამ მიღწევების მიხედვით, უკაცრავად და არა ერთხელ გვითქვამს, ვუსწრებთ უკრაინასაც, მოლდოვასაც, აღარ მაქვს საუბარი აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებზე, და არა მხოლოდ, მათ შორის, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და ევროპულ ქვეყნებს ვუსწრებთ ძალიან ბევრი მიმართულებით. მაშინ რა ხდება, თუ ეს ყველაფერი ვიცით, რა განცდაზეა საერთოდ საუბარი? ამბობენ, რომ განცდა არის ასეთი, რომ თითქოს აქ, ქვეყანაში არ არის დამოუკიდებული სასამართლო, რაც სრული აბსურდია, რომ თურმე მედიათავისუფლებას აქვს პრობლემა. ქვეყანაში, სადაც 2012 წლამდე, ამ EPP-ის მინდა შევახსენო, რომ მათი ამ შვილობილი, თუ მათი ამ პარტნიორი პარტიის მმართველობის დროს, არავითარი ნიშანწყალი დემოკრატიის ქვეყანაში არ არსებობდა, არ არსებობდა თავისუფალი მედია, ოპოზიციური პარტიები როგორი წნეხის ქვეშ იყვნენ და რომ არ მოსულიყო ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში დღეს, მეგობრებო, ქვეყანა აღარ გვექნებოდა. რატომ? იმიტომ რომ იქნებოდა ომში ჩართული. აქ მოაწყობდნენ მეორე მარიუპოლს და ვინ შეეწირებოდა ამ სიგიჟეს და სისულელეს ასე ვთქვათ. რაც გააკეთეს მაშინ, 2008 წელს გვახსოვს, მიწაზე გართხმული მთავარსარდალი, სამარცხვინო სახე აჩვენა მთელ მსოფლიოს. ვინ დაიღუპა, ვინ განადგურდა? დავკარგეთ ტერიტორიები, ასზე მეტი ახალი სოფელი და ათი ათასობით დევნილი მივიღეთ ქვეყანაში, ჩვენსავე ქვეყანაში, შიგნით. აი, ეს არის უპასუხისმგებლო პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც მათ დაიწყეს,“- განაცხადა პრემიერმა
თვე: ივნისი 2022
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, ადმინისტრაცია და აკადემიური პერსონალი სამძიმარს უცხადებს გოჩა ჩოგოვაძის ოჯახს, მის აღზრდილებსა და კოლეგებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი გოჩა ჩოგოვაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. საქართველოს ტექნიკური…
ფრთხილად ქართველებო შხამიანი გველები ჩვენს უბეებს უახლოვდებიან!
ედიშერ გვენეტაძე: ძალას იკრებს მცდელობა ქვეყანა ააყირაონ და ომში ჩაგვაბან, რა ხერხს და მეთოდს არ მიმართავენ.…
ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ სტატუსს, რომელიც ქართველმა ხალხმა დაიმსახურა თავისი 30 წლიანი ბრძოლით დემოკრატიის მშენებლობის გზაზე
ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ სტატუსს, რომელიც ქართველმა ხალხმა დაიმსახურა თავისი ბრძოლით 30 წლიანი ბრძოლით დემოკრატიის მშენებლობის გზაზე…
ირაკლი ღარიბაშვილი – რაც შეეხება ევროკავშირთან ინტეგრაციას – თუ ვინმეს ამ 30 წლის განმავლობაში რაიმე გაუკეთებია, ყველაზე მეტი გააკეთა სწორედ „ქართულმა ოცნებამ“
ირაკლი ღარიბაშვილი – რაც შეეხება ევროკავშირთან ინტეგრაციას – თუ ვინმეს ამ 30 წლის განმავლობაში რაიმე გაუკეთებია,…
გარდაიცვალა კაცი, რომელმაც მშობელი მამის შემდეგ ყველაფერი მომცა, რაც ამ ცხოვრებაში მქონია-მირიან ყარაულაშვილი
მირიან ყარაულაშვილი- ტრაგიკული სატელეფონო ზარით დაიწყო დღევანდელი დღე… გარდაიცვალა კაცი, რომელმაც მშობელი მამის შემდეგ ყველაფერი ის…
უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გამოვიდა ღიად და თქვა, რომ მათი სურვილი იყო საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა-ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე“ – გახსოვთ მათი კოორდინირებული მოქმედებები, მას შემდეგ, რაც გავაკეთე ცნობილი განცხადებები ომის დაწყებიდან ძალიან…
დავით ქართველიშვილი: ქალაქ დნეპრის მერი, ბორის ფილატოვი შეეხო ალექსეი არესტოვიჩს, რომელსაც “მოლაპარაკე უკანალად” მოიხსენიებს, ასევე – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივან დანილოვს და უშიშროების სამსახურის უფროს ბაკანოვს
ბორის ფილატოვი შეეხო ალექსეი არესტოვიჩს, რომელსაც “მოლაპარაკე უკანალად” მოიხსენიებს, ასევე – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივან დანილოვს…
დავით ქართველიშვილი: მიუხედავად იმისა, თუ რა გაშმაგებით იბრძვის ეს საერთაშორისო “მეტასტაზა” ხან ჩვენი ომში ჩათრევის, ხან სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის გზით – ეს გზა ჩვენთვის არის გამორიცხული
„დღეს ევროკავშირის, როგორც პოლიტიკური ორგანიზაციის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი ამ სოროსეულ/აკერმანისეულ მძევლობაში – ნულის ტოლია. რა თქმა…
ფარნაოზ ჭკადუა: სირცხვილია-მ 200 ათასი ლარი მიიღო 2020 საპარლამენტოზე რეგიონებში სასიარულოდ და ხალხთან შესახვედრად…ზუსტად სამ დღეში უკან გამოაგდო ხალხმა
„ამ პიჟონებმა ბუსი იქირავეს და კახეთში ჩავიდნენ…სასტუმროც იქირავეს და ზუსტად სამ დღეში უკან გამოაგდო ხალხმა. მერე…
ნინო ფოჩხუა: ამერიკა ამ ომით, უკრაინის და რუსეთის შემდეგ, ყველაზე მეტად ევროპას აზარალებს
„ჯერ კიდევ სად არიან, ამ ომით ევროპა ისეთ შედეგს მიიღებს, მისგან გამოსვლას ბევრი წელი დასჭირდება. დამთავრდება…
ლევან ნიკოლეიშვილი – ყველა რევოლუციურ-გადატრიალების მცდელობა, ჩავარდა
საქართველოში-ქართველ ხალხს არ სურს, არც არეულობა და დესტაბილიზაცია, არც ნაციონალების მობრუნება ხელისუფლებაში-ჩავარდება ეს მცდელობაც, და რადიკალური…
სახელმწიფო გახდება „ბორჯომის“ ქარხნის – ჩვენი ეროვნული სიმდიდრის, სიამაყის თანამფლობელი
მოგეხსენებათ, რამდენიმე კვირის წინ საზოგადოებას შევპირდი, რომ სასიამოვნო ინფორმაციას გავაცნობდი რამდენიმე კვირაში და დღეს მინდა გაცნობოთ,…
პრემიერი: მთავრობას წინდახედულობა რომ არ გამოეჩინა და ჩვენი ქვეყნის შიდა მტრებისთვის მოგვესმინა, ეკონომიკური ზრდა და ინვესტიციები კი არა, ამ ქვეყანაში აღარაფერი იქნებოდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის სხდომაზე, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები მიმოიხილა, რის შემდეგაც, აღნიშნა, რომ ამ თემებზე საუბარი…
ირაკლი ღარიბაშვილი – 630 დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს, ასევე, მიწის ნაკვეთებს სხვადასხვა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში
630 დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს, ასევე, მიწის ნაკვეთებს სხვადასხვა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში, – ამის…