fbpx

გარდაიცვალა კაცი, რომელმაც მშობელი მამის შემდეგ ყველაფერი მომცა, რაც ამ ცხოვრებაში მქონია-მირიან ყარაულაშვილი

მირიან ყარაულაშვილი-

ტრაგიკული სატელეფონო ზარით დაიწყო დღევანდელი დღე…

გარდაიცვალა კაცი, რომელმაც მშობელი მამის შემდეგ ყველაფერი ის მომცა, რაც ამ ცხოვრებაში მქონია – ჩემი მასწავლებელი, ლექტორი, რექტორი, გზის გამკვალავი და წინამძღოლი, დამრიგებელი და ამავე დროს უფროსი მეგობარი, აკადემიკოსი გოჩა ჩოგოვაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, უბრალოდ – კაცი…

კაცი, რომელიც ბოლომდე ვერ გამოიყენა საქართველომ პარიზიდან “ჩამოტანილი” , მაგრამ სულით პროვინციელი დედაკაცის ინტრიგების გამო და დარწმუნებული ვარ – ესეც გახდა მისი უდროოდ გარდაცვალების დიდი მიზეზი…

… აქ, ამ ფოტოზე ჩვენი ერთ-ერთი ბოლო შეხვედრაა 2019 წლის გვიან შემოდგომას კახეთში…

შემდეგ დაიწყო უხსენებელი ვირუსი და მხოლოდ ტელეფონითღა ვეხმიანებოდით ხოლმე ერთმანეთს… შემდეგ კომუნიკაციის ეს საშუალებაც გამოუსადეგარი გახდა თვეების განმავლობაში…

დღეს დილით მარადისობაში გადაინაცვლა დიდმა ქართველმა – მეცნიერმა, დიპლომატმა, განათლების ორგანიზატორმა, უბრალოდ კაცმა…

ძალიან გაძნელდება უთქვენოდ ამ ქვეყნად ცხოვრება ბატონო გოჩა…

ნათელში დაუმკვიდრებს ადგილს უფალი გოჩა ჩოგოვაძის ნათელ სულს …

მშვიდობით ბატონო გოჩა…

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება