fbpx

ლევან ნიკოლეიშვილი – ყველა რევოლუციურ-გადატრიალების მცდელობა, ჩავარდა

საქართველოში-ქართველ ხალხს არ სურს, არც არეულობა და დესტაბილიზაცია, არც ნაციონალების მობრუნება ხელისუფლებაში-ჩავარდება ეს მცდელობაც, და რადიკალური ოპოზიცია კიდევ ერთხელ გაფარჩაკდება !

გახსოვთ ალბათ, ბაკურიანის ცნობილი შეკრება. შეკრება, სადაც ოპოზიციის ლიდერები შეიკრიბნენ ცნობილი ამერიკელი ავანტიურისტის,აწ ამ ქვეყნიდან იმ ქვეყანაში წასული აკერმანის ხელმძღვანელობით. ალბათ ისიც გახსოვთ, რომ ეს ის პიტერ აკერმანი გახლდათ, რომლის ორგანიზაციის ხელშეწყობით, მოხდა თავის დროზე ბოლივიის პრეზიდენტის ევო მორალესისა და იუგოსლავიის პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩის დამხობა – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ხათუნა ხოფერიას სტატუსზე, რომელიც 6-8 აპრილს ბაკურიანის Rooms Kokhta-ში შეხვედრას ეხმიანება.

„ გახსოვთ ალბათ, ბაკურიანის ცნობილი შეკრება. შეკრება, სადაც ოპოზიციის ლიდერები შეიკრიბნენ ცნობილი ამერიკელი ავანტიურისტის,აწ ამ ქვეყნიდან იმ ქვეყანაში წასული აკერმანის ხელმძღვანელობით. ალბათ ისიც გახსოვთ, რომ ეს ის პიტერ აკერმანი გახლდათ, რომლის ორგანიზაციის ხელშეწყობით, მოხდა თავის დროზე ბოლივიის პრეზიდენტის ევო მორალესისა და იუგოსლავიის პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩის დამხობა. ტრენინგზე მონაწილე, რადიკალების შემადგენლობას და მათ დაუოკებელ სურვილს ხელისუფლების შეცვლაზე, ასევე საეჭვოდ ემატება უკრაინაში მებრძოლ ზოგიერთი ქართველის დაუფარავი განცხადება, რომ რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, საქართველოში ჩამოსვლისთანავე ამ ხელისუფლებასაც მოუტრიალდებიან. ასევე საინტერესოა, რომ საქართველოში უკიდურესად შავბნელი სურათის დასახატავად, ჯერ აქციების დასაანონსებლად და მერე რევოლუციის აუცილებლობისთვის, რადიკალურ ძალებს პრაქტიკულად ზედ სულზე მოუსწრო ევროპარლამენტის ე.წ. რეზოლუციამ, თუმცა პირიქით კი მოხდა რადიკალების შავ-ბნელი, ანტისახელმწიფოებრივი და ანტი-ევროპული სურვილები სააშკარაოზე გამოიტანა. ყველა რევოლუციურ-გადატრიალების მცდელობა, ჩავარდა საქართველოში-ქართველ ხალხს არ სურს, არც არეულობა და დესტაბილიზაცია საქართველოში და არც ნაციონალების მობრუნება ხელისუფლებაში-ჩავარდება ეს მცდელობაც, და რადიკალური ოპოზიცია კიდევ ერთხელ გაფარჩაკდება !“ – წერს ნიკოლეიშვილი facebook – ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება