fbpx

ანანურისა და ჭონქაძის ადმინისტრაციულ ერთეულებში დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

უხვი ნალექის გამო, დუშეთის მუნიციპალიტეტის გუდამაყრის, უკანაფშავის,
ქვეშეთის, ჭართლის, ანანურისა და ჭონქაძის ადმინისტრაციულ ერთეულებში
დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები აქტიურად
მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება ტექნიკური და ადამიანური
რესურსით.
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ოთარ ჩხეიძე, მერიის შესაბამის
სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე იმყოფება და მონიტორინგს
პირადად უწევს აღდგენით სამუშაოებს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება