fbpx

20-25 მარტს საქართველოში ნატო-საქართველოს სწავლება ჩატარდება

20-25 მარტს, საქართველოს თავდაცვის ძალები ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრში (JTEC) ნატო-საქართველოს სწავლებას უმასპინძლებს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამეთაურო საშტაბო სწავლება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში ტარდება და მისი დაგეგმვა 2020 წლიდან მიმდინარეობს.

ნატო-საქართველოს პირველი სწავლება 2016 წელს ჩატარდა, მიმდინარე სწავლება კი რიგით მესამეა, რომელიც ნატო-ს სწავლებების დაგეგმვის პროცესებსა და პროცედურებს თანმიმდევრულად მიჰყვება. ნატო-საქართველოს სწავლება 2022 არის სამეთაურო საშტაბო, რომელიც კომპიუტერულ სწავლებას გულისხმობს და არ არის საველე. მრავალეროვნულ სწავლებაში ნატო-ს წევრი და პარტნიორი 23 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.

„წვრთნების განმავლობაში მონაწილეები კომპიუტერული სიმულაციების მეშვეობით ოპერაციების დაგეგმვისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს განავითარებენ და ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ.

სწავლება საქართველოსა და ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებას შეუწყობს ხელს“, – აცხადებენ თავდაცვის უწყებაში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია