fbpx

ლევან ნიკოლეიშვილი: ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქვეყნის უსაფრთხოებისა და ეკონომიკის დასაცავად, მას კი ამ ბრძოლაში თავის მოქალაქეების უმრავლესობის მხარდაჭერაც აქვს, რაც კიდევ ერთხელ GORBI-ს კვლევებმაც დაადასტურა

ლევან ნიკოლეიშვილი: ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქვეყნის უსაფრთხოებისა და ეკონომიკის დასაცავად, მას კი ამ ბრძოლაში თავის მოქალაქეების უმრავლესობის მხარდაჭერაც აქვს, რაც კიდევ ერთხელ GORBI-ს კვლევებმაც დაადასტურა ,,GORBI-ს კვლევებთან დაკავშირებით, ბევრი ითქვა და დაიწერა, მაგრამ ჩემთვის საყურადღებო, მაინც ის არის, რომ კვლევებში გაჩნდა კითხვა იმის შესახებ გვინდა თუ არა ახლა ომი, ან უფრო მართალი ვიქნებოდი თუ ვიტყოდი გვინდა თუ არა საქართველოში მშვიდობა.” ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი GORBI -ის კვლევის შედეგებს. როგორც ნიკოლეიშვილო წერს, საგულისხმოა, რომ ამ კვლევების მიხედვით, მოსახლეობის უმეტესობას მშვიდობა სურს საქართველოში და დადებითად აფასებს ხელისუფლების მხარდაჭერას უკრაინის მიმართ. ,,GORBI-ს კვლევებთან დაკავშირებით, ბევრი ითქვა და დაიწერა, მაგრამ ჩემთვის საყურადღებო, მაინც ის არის, რომ კვლევებში გაჩნდა კითხვა იმის შესახებ გვინდა თუ არა ახლა ომი, ან უფრო მართალი ვიქნებოდი თუ ვიტყოდი გვინდა თუ არა საქართველოში მშვიდობა. საგულისხმოა, რომ ამ კვლევების მიხედვით, მოსახლეობის უმეტესობას მშვიდობა სურს საქართველოში, დადებით აფასებს საქართველოს ხელისუფლების მხარდამჭერ ქმედებებს უკრაინასთან მიმართებაში, ხოლო რაც შეეხება ე.წ. სანქციებს, რომელსაც ოპოზიციის აზრით, რუსეთი სასტიკად უნდა დაეზარალებინა, მოსახლეობა ადეკვატურად აფასებს, და ხვდება რუსეთს დიდი არაფერი და ჩვენი ქვეყანა და ისევ და ისევ ჩვენი მოქალაქეები შეიძლება ეკონომიკურად საკმაოდ სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ. საკითხები, რომლებზეც ვსაუბრობთ, წესით ეჭვს არც უნდა იწვევდეს და დიდი მსჯელობის საგანი არც უნდა იყოს. თუმცა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ლანდშაფტი ისეთია, რომ თუ ან კონკრეტულად არ თქვი რამე და თან კვლევებიც არ მოიშვლიე, თითქოს ჭირს რეალობის აღქმა. სამწუხაროდ ოპოზიცია, მაქსიმალურად ცდილობს, ან წყლის ამღვრევას და მერე ამ მღვრიე წყალში თევზის დაჭერას, რაც არასოდეს არ გამოდის. კარგი ამბავი კი ის გახლავთ, რომ ხელისუფლება თავის პრაგმატული პოლიტიკით, ისევ და ისევ ყველაფერს აკეთებს თავის ქვეყნის უსაფრთხოებისა და ეკონომიკის დასაცავად, მას კი ამ არცთუ ადვილ ბრძოლაში თავის მოქალაქეების უმრავლესობის მხარდაჭერაც აქვს, რაც კიდევ ერთხელ GORBI-ს კვლევებმაც დაადასტურა.” -წერს ლევან ნიკოლეიშვილი facebook-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება