fbpx

ჩვენ შეგვიძლია განვაგრძოთ ნაყოფიერი მუშაობა ისეთ ქვეყნებთან, როგორიც საქართველოა-ლოიდ ოსტინი,აშშ-ის თავდაცვის მდივანი

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი და შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელი მარკ მილი კონგრესის ქვედა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის სხდომაზე ჰყავდათ მიწვეული. შეხვედრაზე, რომელზეც მომავალი წლის ფისკალური ბიუჯეტის საკითხი განიხილებოდა, კონგრესმენებმა ლოიდ ოსტინი შეკითხვები საქართველოს შესახებაც დაუსვეს. ლოიდ ოსტინმა დამატებით სამხედრო დახმარებაზე გაამახვილა ყურადღება.

“ჩვენ შეგვიძლია განვაგრძოთ ნაყოფიერი მუშაობა ისეთ ქვეყნებთან, როგორიც საქართველოა, იქ რამდენიმე თვის წინ გახლდით ჩასული. გვქონდა საშუალება გვენახა ჩვენი სამხედრო ძალები, რომლებიც ზოგიერთ სწავლებას ატარებენ, ეს შეუფასებელია და ჩვენთვის კარგ შესაძლებლობას უზრუნველყოფს. ჩვენ გავაგრძელებთ ამ საკითხში ინვესტირებას. რაც შეეხება ქვეყნებისთვის კონკრეტულ საჭიროებებს, ყველა სახელმწიფოსთან ინდივიდუალურად ვმუშაობთ,”-განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

კითხვაზე, რა შეიძლება გააკეთოს აშშ-მ ისეთი პარტნიორებისთვის, როგორიც საქართველო და ფინეთია, რომლებიც ნატოს წევრები არ არიან, რით შეუძლია ამერიკას დაეხმაროს რუსეთის აგრესიასთან გამკლავებაში, ლოიდ ოსტინი პასუხობს, რომ შესაძლებელია დახმარება საჰაერო ძალების მშენებლობასა და სამხედრო აღჭურვილობის შეძენაში.

“ჩვენ მეტის გაკეთება შეგვიძლია, ვისაუბრე ჩვენს მონაწილეობაზე მათ დასახმარებლად საჰაერო ძალების მშენებლობაში და შეიძინონ სხვადასხვა ტიპის აღჭურვილობა საკუთარი თავის დასაცავად – ამის გაკეთებაც შეგვიძლია. არიან ქვეყნები, რომლებიც ნატოსკენ ისწრაფვიან და ნატომ მათთან ურთიერთობა უნდა გააგრძელოს,”- განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება