fbpx

ჩემს მეგობრებთან ერთად მზად ვარ უკრაინული ოჯახები მივიღო ჩემი სახსრებით-კახა კალაძე

ვიცი, რა განცხადებებიც იქნა გაკეთებული იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინიდან ადამიანებს გაჰყავთ თავიანთი ოჯახები და საქართველო მზად არის, ეს ოჯახები მიიღო. პირადად მე, ჩემს მეგობრებთან ერთად მზად ვარ, ეს ოჯახები მივიღო საქართველოში და პირადად მეც ჩავერთო, ჩემი სახსრებით და უზრუნველყო ამ ადამიანების განთავსება და ყურადღება მივაქციოთ, ვიდრე მშვიდობა არ დაისადგურებს უკრაინაში. გამოვიჩინოთ მაქსიმალური თანადგომა, მაქსიმალური მხარდაჭერა ამ ოჯახებს. შეიძლება ძალიან უმნიშვნელო იყოს, პატარა რაღაც, მაგრამ თბილისის მერია საჭიროების შემთხვევაში საზოგადოებრივი ტრანსპორტით უკრაინელი მოქალაქეების გადაადგილება იქნება უფასო. ჩემი თხოვნა იქნება, აბონიმენტების დარიგება მოხდეს, ეს ისეთი არაფერია, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში ამის შესაძლებლობაც ექნება

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება