ზვიად ზვიადაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან ირაკლი ანთაძესთან, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან თამაზ ბესტაევთან, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან დავით ნოზაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო და ეროვნული გმირის საფლავი ყვავილებით შეამკო.
არჩილ ტატუნაშვილი, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის სისასტიკემ იმსხვერპლა, დღეს 42 წლის გახდებოდა.