fbpx

შალვა პაპუაშვილი ტინი კოქსს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ტინი კოქსს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.

ამის შესახებ პაპუაშვილი „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს.

„გულითადად ვულოცავ ტინი კოქსს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად არჩევას. მოუთმენლად ველოდებით თქვენთან მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენი საერთო ღირებულებების, მიზნებისა და დღის წესრიგის წინსვლისთვის“, – წერს პაპუაშვილი.

ნიდერლანდების წარმომადგენელი ტინი კოქსი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად დღეს 164 ხმით აირჩიეს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება