fbpx

დავით ქართველიშვილი – მიშას რომ გამოსვლოდა თავისი გეგმა – ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ეს ერთობლივად ჩაფიქრებული სცენარი გამოუვიდოდა კრემლსაც

დავით ქართველიშვილი – მიშას რომ გამოსვლოდა თავისი გეგმა – ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ეს ერთობლივად ჩაფიქრებული სცენარი გამოუვიდოდა კრემლსაც, რაც ვერ მივართვით მე მგონი ბოლო ილუზიები გაიფანტა იმასთან დაკავშირებით – რატომ და ვის მიერ იქნა შემოგდებული ტრაილერით საქართველოში სააკაშვილი სწორედ იმ დროს, როდესაც მრავალ ლოკაციაზე ერთდროულად უნდა აფეთქებულიყო პოლიტიკური ვითარება: ყაზახეთი იქნებოდა ეს, უკრაინა თუ საქართველო – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი დავით ქართველიშვილი. მისი თქმით, სააკაშვილის ჩამოსვლა მთლიანად ჯდება კრემლის ტაქტიკურ გეგმაში და არანაირ “დამთხვევას” აქ ადგილი არ ჰქონია. მე მგონი ბოლო ილუზიები გაიფანტა იმასთან დაკავშირებით – რატომ და ვის მიერ იქნა შემოგდებული ტრაილერით საქართველოში სააკაშვილი სწორედ იმ დროს, როდესაც მრავალ ლოკაციაზე ერთდროულად უნდა აფეთქებულიყო პოლიტიკური ვითარება: ყაზახეთი იქნებოდა ეს, უკრაინა თუ საქართველო. სააკაშვილის ჩამოსვლა მთლიანად ჯდება კრემლის ტაქტიკურ გეგმაში და არანაირ “დამთხვევას” აქ ადგილი არ ჰქონია. ამ ეტაპზე საქართველოს აწ უკვე წარსულ შეცდომებზე გამოცდილმა მოსახლეობამ და საზოგადოებამ – სააკაშვილისა და კრემლის ერთობლივი გეგმების ხორცშესხმას საშუალება არ მისცა. ვერ აირია ქვეყანა, ვერ გადაიქცა ბარიკადების ველად, ვერ დადგა მოქმედი ხელისუფლება გადატრიალების საფრთხის წინ. პარალელურად – უკრაინაშიც მზადდებოდა არსებული პოლიტიკური ვითარების “მაიდანიზაცია”, რომელსაც ამზადებდა ადგილზე დარჩენილი სააკაშვილის საძმაკაცო: რაზუმკოვი, გორდონი, ბოგდანი და ა.შ. ეს არის სუფთა წყლის კრემლის სცენარი, ყველა დარწმუნდება ამაში, თუ კი გადაავლებს თვალს რა მოხდა წინა თვეების განმავლობაში საქართველოშიც და უკრაინაშიც, და მიშას რომ გამოსვლოდა თავისი გეგმა – ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ეს ერთობლივად ჩაფიქრებული სცენარი გამოუვიდოდა კრემლსაც, რაც ვერ მივართვით და ამ ეტაპზე ვერ განხორციელდა. რაც შეეხება უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას – ნაცმოძრაობამ იმედი იქონიოს, ის ცალსახად ანტიკრემლისტური შინაარსის იქნება, ოღონდ არა პროვოკაციური ხასიათის…“ – წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება