fbpx

არ ვიცი რა უნდოდა, მე ვიდექი, შემეხო ხელით და წამიყვანა-რას ყვება შშმ პირი ,რომელიც პოლიციელმა ცემა

მაია მეტონიძე, საქართელოს ყრუთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე “ტვ პირველთან”, ამბობს:

“ტელეფონი არ გაჩერებულა, თემისთის ეს იყო, თითოეული მათგანისთვის ფიზიკურად გასწორება. ეს იყო უმძიმესი რამ. განსაკუთრებულად მძიმე იმ მშობლებისთვის, რომელთა შვილები ანალოგიური შეზღუდვის მქონენი არიან. ყველაზე საშინელი იყო ფრაზა, რომ მას ის აალაპარაკებდა…

თარჯიმანთა ინსტიტუტი 15 წელია ჩამოყალიბებული, შსს-მაც იცის, პირველ რიგში დაირღვა, ფიზიკურ ზეწოლამდე ის, რომ როდესაც ესაუბრები ყრუ ან სმენდაქვეითებულ პირს, უნდა გამოიძახო პირი, ვინც შეძლებს მასთან კომუნიკაციას.

ჩვენ გვქონდა საუბარი ბენეფიციართან, ის არის დაზარალებული ფიზიკურად, ეტყობა ძალადობის ნიშნები, ჩავრთეთ ჟესტური ენის სპეციალისტი, ის მუშაობს და მონაწილეობას იღებს საგამოძიებო მოქმედებებში. გასაუბრების დროს გვითხრა ბავშვმა: “არ ვიცი რა უნდოდა, მე ვიდექი, შემეხო ხელით და წამიყვანა…” ვერ გაიგო რა უნდოდა, კომუნიკაციაში ვერ შევიდა… აიყვანე, წაიყვანე, ხელს კიდებ, არ იცის სად მიყავთ და რატომ. როდესაც ხელს კიდებ, აკავებ, მას უნდა განუმარტო – ეს ძალიან ელემენტარულია, კანონმდებლობითაც დაცულია და ჟესტური ენა აღიარებულია საკომუნიკაციო ენად.”

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება