fbpx

ფონდმა „ქართუმ“ 16 მილიონი გამოყო მთაწმინდის ფერდის ტყის, ლანდშაფტის აღდგენის პროექტისთვის

კახა კალაძე მთაწმინდის ფერდის ტყის ლანდშაფტის აღდგენის პროექტის მხარდაჭერისთვის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს მადლობას უხდის.

ამის შესახებ კახა კალაძემ პროექტის პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, მთაწმინდის ფერდის ტყის ლანდშაფტი აღდგება და დაახლოებით 700 ჰექტარი ტერიტორია გამწვანდება.

თბილისის მერის თქმით, ფონდმა ამისთვის 16 მილიონი ლარი გამოყო.

„ეკოლოგიურ მდგომარეობას დიდი ყურადღება ეთმობა. დღეს ფონდმა „ქართუმ“ 16 მილიონი გამოყო ამ
პროექტის განსახორციელებლად.

ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს დიდი მადლობა.

მთაწმინდის ფერდი თბილისის გული და ფილტვებია. ეს ფერდობი კუს ტბის ტერიტორიასაც მოიცავს, ყველა ამჩნევს როგორი გადამხმარია.

განახლება და რეაბილიტაცია ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობისთვის საჭიროა“, – განაცხადა თბილისის მერმა.

გაუზიარე!

Shares