fbpx

იქნებ გვაცადოთ გლოვა – მარიამ ხატისკაცი საზოგადოებას მიმართავს

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მოწმის სახით გამოკითხული მეგობრის, ლუკა გოგავას ჩვენების მიხედვით, შაქარაშვილს დაბადების დღეზე მყოფი ერთ-ერთი გოგო, მარიამ ხატისკაცი, უყვარდა.

ჩვენების მიხედვით, შაქარაშვილი ხატისკაცსაც მოსწონდა, თუმცა ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე ერთმანეთს ხატისკაცის ინიციატივით დაშორდნენ.

ჩვენებას ხატისკაცი სოციალურ ქსელში ეხამაურება და საზოგადოებას მიმართავს.

„მარტივია ადამიანის განსჯა და ლანძღვა. ვკითხულობ ათასობით საშინელ კომენტარს და გული მტკივა, როგორ შეგიძლიათ იწყევლებოდეთ, მაშინ როცა არაფერი იცით.

ვისაც გონიათ, რომ რამეს ვმალავ ან ჩემს გამო მოხდა ეს ყველაფერი, მაგ სიმართლით იარეთ!

ამხელა ზიზღს გამოხატავთ უსაფუძლოდ, ტყუილად და მერე ეკლესიებში მიდიხართ. შეგრცხვეთ. ღმერთთან და გიოსთან ვარ მართალი, თქვენ კი გთხოვთ იქნებ გვაცადოთ გლოვა.

გისურვებთ ყველას ისეთი ნამდვილ სიყვარულით უყვარდეთ, როგორც მე გიო მიყვარს.“ – წერს მარიამ ხატისკაცი

გაუზიარე!

Shares