fbpx

სომხეთში კორონავირუსით პირველი ადამიანი გარდაიცვალა

სომხეთში ახალი კორონავირუსით პირველი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 72 წლის პაციენტია, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებული იყო და თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა.

ბოლო მონაცემებით, სომხეთში ინფიცირებულია სულ 290 ადამიანი. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით კი, საგანგებო მდგომარეობა 16 მარტს გამოცხადდა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება