ქალაქი 5 დღის განმავლობაში ქართველ და უცხოელ ხელოვანებს უმასპინძლებს.
გახსნის ცერემონიალს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, პარლამენტის წევრი გიორგი ბენაშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე დავით ჯანიკაშვილი ესწრებოდნენ.
ფესტივალი წელს სიღნაღში მესამედ იმართება და წლევანდელი ფესტივალის კონცეფციას წარმოადგენს – “ჩემი თვალით დანახული სიღნაღი”.
ფესტივალის მხარდამჭერია – საქართველოს კულტურის სამინისტრო და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია.