fbpx

სასამართლო პროცესზე ჩაიხადა შარვალი, მოიძრო პროტეზი და დაუდო მოსამართლეს -სოფო კერძაია

სოფო კერძაია თბილისში ერთ გახმაურებულ ფაქტს იხსენებს სააკაშვილის რეჟიმის დროს-

, ჩემი მეგობარი სახელს არ დავწერ ყველა იცნობს…. დაიჭირეს სხვისი მანქანით, დაახლოებით სოკოს ბაღთან პლეხანოვზე, მანქანაში ჩაუდეს უზომო რაოდენობის იარაღი.. მოკლედ შეეშალათ ეს ჩემი ფეხმოჭრილი მეგობარი სხვაში, გააქანეს ე.წ.კაპეზეში… იძახა არ ვარ ის კაციო, თავიდან არ დაუჯერეს და მერე საქმე ისე იყო უკვე შეკერილი, რომ სხვა გზა არ იყო და ჩანიშნეს სასამართლო.. ყველაზი დიდი სასწაული მოხდა სასამართლოზე, სადაც სპეცნაზის რამდენიმე თანამშრომელი აძლევდა ჩვენებას, რომ ეს ჩემი მეგობარი შეუვარდა წვეულების დროს 12 სპეცნაზელს ერთ ერთის ოჯახში,რომელიც ცხოვრობდა ვარანცოვის მოედანთან, დახსნა ყველას ყველაფერი, ცოლებს ოქროულობა და გაიქცა, დაედევნენ მოკლედ ეს ნავარჯიშები ბიჭები, სდიეს მთელი პლეხანოვი და დაიჭირეს სოკოს ბაღთან.. დაამთავრა ჩვენება მოწმემ, ადგა ეს გადარეული ჩემი მეგობარი, სასამართლოს თვალწინ ჩაიხადა შარვალი, მოიძრო პროტეზი და დაუდო მოსამართლეს ცხვირწინ.. :))))))))))))))))))))) დანარჩენი შენ წარმოიდგინე ნიინ იქ რა მოხდა…. იძულებულები იყვნენ გამოეშვათ მცირე გირაოთი გარეთ… ფინიტა ლა კომედია

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება