fbpx

წამებაც ბედუკაძემ დადგა? მე წაგიყვანთ და განახებთ იმ ადამიანებს, რომლებიც დასახიჩრდნენ ციხეში ცემით-ბაია პატარაია

ქალთა უფლებების დამცველი ბაია პატარაია სააკაშვილის სასამართლო პროცესს ეხმაურება-

“შემთხვევითი არ არის, რომ სასამართლო პროცესზე სააკაშვილი მოსამართლეებს კი არა იმ კამერას უყურებს, რომლითაც ლაივი გადის; ის ესაუბრება არა სასამართალოს არამედ ხალხს. ამას ლოგიკური ახსნა აქვს: დღეს კლანის მართული სასამართლო მხოლოდ ცირკია და არავინ ელის მათგან სამართლიან პროცესს; დღეს სააკაშვილის ერთადერთი მსაჯული ქართველი ხალხია, რადგან მხოლოდ ქართველ ხალხს ხელეწიფება მისი დახსნაც, მისთვის ძალაუფლების დაბრუნებაც ან ამ ყველაფრის წართმევა.

თუმცა, “მიშისტებს”, ანუ სააკაშვილის უპირობო მომხრეებს, ავიწყდებათ ეს და ისტერიულად მოითხოვენ, რომ შევწყვიტოთ წამებული პრეზიდენტისთვის პასუხის, რეფლექსიის და შენანების მოთხოვნა. დღეს ხალხზე უკეთესი და სამართლიანი მსაჯული სააკაშვილს არ ჰყავს და ზუსტად ამიტომ მან ჩვენთან უნდა იმართლოს თავი. ხალხს აბსოლუტურად არ აინტერესებს “კოსტუმების საქმე” და ოცნების მონაჩმახი მსგავსი სისულელეები. ჩვენ, ხალხი, (და არა “მიშისტები”) ვითხოვთ პასუხს იმ სერიოზულ პრობლემებზე, რომელიც მესამე პრეზიდენტის მართველობას ახლდა თან და რის გამოც მან დაკარგა ძალაუფლება.

თუ სააკაშვილს სურს და სჭირდება ხალხის მხარდაჭერა (“მიშისტებისა” ისედაც აქვს), მან აუცილებლად უნდა გაგვცეს პასუხი კითხვებზე და მანვე უნდა განიხილოს მისი მმართველობის პრობლემები. რადგან თუ ხალხმა, ვერ დავინახეთ, რომ ის შეიცვალა, გააცნობიერა მთავარი და მოგვცა გარანტია, რომ იგივე აღარ განმეორება, ის ვერ მიიღებს ხალხის მხარდაჭერას და შესაბამისად, ვერ მოერევა ბიძინას. ამიტომ, როცა ჩვენ ვსაუბრობთ პრობლემებზე (და არა კოსტუმებზე და ვენოკებზე), ველით პასუხებს, რეფლექსიას და გინდაც ბოდიშებს (ოღონდ არა გახარიასეულს და ყალბს).

პ.ს. ვინმე თუ შემომივარდება და მეტყვის, რომ პრობლემები არ იყო და წამებაც ბედუკაძემ დადგა-მოიგონა, მე თავად წავიყვან და ვანახებ იმ ცოცხალ ადამიანებს, რომლებიც შეუქცევადად დასახიჩრდნენ ციხეში ცემით.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება