fbpx

აღმოჩნდა თურმე ასავალ- დასავალმა აუხილა თვალი ,იმ გაზეთმა რომელიც ტალახს გვესროდა ყველას,ვინც მის გვერდით ვიდექით -ელისო კილაძე

2019 წლის ივნისში ზაზა სარალიძემ ინტერვიუ მისცა ,,ასავალ-დასავალ,ს, სადაც განაცხადა რომ შეცდომაში შეიყვანა ზოგიერთმა პოლიტიკოსმა და ნაციონალურ მოძრაობასთან გააიგივეს,რომელთაც ემიჯნება და ტოვებს აქციებს,მაშინ ამ ფაქტმა გააღიზიანა სარალიძის გვერდით მდგომი მეგობრები და ჟურნალისტები ,ელისო კილაძემ აღშფოთებული პოსტი დაწერა ,გთავზობთ კილაძის პოსტს რომელიც 2019 წლის ივნისში მიუძღვნა სარალიძეს-

ელისო კილაძე 

6 ივნისი, 2019  · გზადაგზა უნდა გავიხსენო დეტალები და კვირას ერთ (და ბოლო სტატუსს დავწერ შვილმოკლული მამების აქციაზე და ხორავას ქუჩის ტრაგედიაზე).მოგეხსენებათ,აქციების მეორე ტალღა 10 სექტემბერს დაიწყო,არნახული ფსიქოლოგიური ზეწოლის პირობებში.მათ შორის ,კარვის დადგმის ყველა მცდელობა პოლიციასთან ხელჩართული ბრძოლით სრულდებოდა.რაც შეეხება პარტიებს-16 სექტემბერს აქციაზე ჩვენ გამოვაცხადეთ რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას ველოდებოდით რუსთაველზე.ეს იყო მამების ერთობლივი გადაწყვეტილება.ხაზს ვუსვამ-ერთობლივი !მოგვიანებით,ზაზა სარალიძე და ვახა მაჩალიკაშვილი ერთად მივიდნენ ფილარმონიაში გრიგოლ ვაშაძის წარდგენაზე !ზაზა სარალიძე და ვახა მაჩალიკაშვილი ასევე ერთად გამოვიდნენ სიტყვით რუსთაველზე,ნაცმოძრაობის აქციაზე.ევროპული საქართველო ყველა აქციაზე სისტემატურად დადიოდა და მეტიც,ელენე ხოშტარიამ გაშალა პირველი კარავი პარლამენტის წინ(მახსოვს,ხელდახელ იჩხუბა პოლიციელებთან)ამ დროს-იმედი,ასავალ-დასავალი ,სახელისუფლო მედია,ოცნების მხარდამჭერები პასქვილებს უძღვნიდნენ არა მხოლოდ ზაზა სარალიძეს,არამედ მის გარდაცვლილ შვილსაც.(გამოიყვანეს მოძალადედ,რეკეტიორად და ა.შ.)არასოდეს,ზაზა სარალიძეს ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერა არ გაუპროტესტებია,და არც იძულებით მიუყვანია ვინმეს ნაცების შეკრებაზე !და არც პარტიების მხრიდან მინახავს რაიმე სპეკულაცია შვილმოკლული მამების ტრაგედიით.ყველა გულწრფელად თანაუგრძნობდა მათ და გამოთქვამდა პროტესტს ხელისუფლების წინააღმდეგ !თუ ზაზა სარალიძეს ეს არ მოსწონდა(არ უნდოდა),შეეძლო უარი ეთქვა. აღმოჩნდა რომ თურმე ასავალ დასავალმა აუხილა თვალი,იმ გაზეთმა რომელიც მის გარდაცვლილ შვილს გამომძალველს ეძახდა და ტალახს გვესროდა ყველას,ვინც მის გვერდით ვიდექით რუსთაველზე !

ელისო კილაძეKetevan Palavandishvili წელიწადზე მეტია ლაფს და ტალახს ვიღებ საქოცეთიდან ზაზას მხარდაჭერის გამო და მე ავუჯანყდი კიდე ვინმეს?სიმართლე სიმართლეა და აიტანოს.მეგობრობას რაც შეეხება,პირველი ნაბიჯი მან გადადგა-რუსთავი 2-ს დაემალა და ასავალ დასავალში გაიქცა.სიკეთეს არ დავთვლი,უმადურობას კი !

ელისო კილაძეIrakli Chkhvirkia არავის გაკიცხვას არ ვაპირებ-უბრალოდ,არის ზღვარი,რომელსაც ადამიანმა არ უნდა გადააბიჯოს !არ გინდა პარტიები?ნუ დაიყენებ გვერდით ! თავში თქვი და არა ბოლოში

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება