fbpx

სამხედრო მოსამსახურეები და იუნკერები ოკუპაციის მუზეუმს ესტუმრნენ

ოკუპაციის კვირეულთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის ძალების მეოთხე ქვეითი
ბრიგადის 43-ე ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები და ეროვნული თავდაცვის
აკადემიის იუნკერები სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში
იმყოფებოდნენ. პირადი შემადგენლობა გაეცნო ოკუპაციის მუზეუმს, სადაც წარმოდგენილია
საქართველოს უახლესი (1918-1921 წლები) ისტორიის ამსახველი დოკუმენტები, ხელნაწერები,
აღნიშნული პერიოდის მოღვაწეების ბიოგრაფიები და სხვ.
ეროვნულ მუზეუმში სტუმრობისას სამხედროებმა და იუნკერებმა „ოქროს ფონდში“ დაცული
უნიკალური ექსპონატები და ქართული იარაღ-საჭურველის ექსპოზიციაც დაათვალიერეს.
სამხედროების ეროვნულ მუზეუმში სტუმრობა მიზნად ცნობიერების ამაღლებასა და
პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას ისახავს. სამხედრო მოსამსახურეებისათვის
მსგავსი საგანმანათლებლო-შემეცნებითი ღონისძიება თავდაცვის სამინისტროსა და ეროვნულ
მუზეუმს შორის თანამშრომლობის ფარგლებში არაერთხელ განხორციელდა და მომავალშიც
გაგრძელდება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება