fbpx

ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში GLOBSEC-ის დამფუძნებელსა და პრეზიდენტს რობერტ ვასს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში GLOBSEC-ის დამფუძნებელსა და პრეზიდენტს რობერტ ვასს შეხვდა.პრემიერმა საუბრისას ხაზი გაუსვა სლოვაკეთთან მჭიდრო პოლიტიკურ ურთიერთობებს და აღნიშნა, რომ თანამშრომლობას კვლევით თუ ანალიტიკურ ორგანიზაციებთან, ისევე, როგორც ბიზნესის წარმომადგენლებთან, დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ირაკლი ღარიბაშვილმა დაადასტურა ქართული მხარის მზადყოფნა, სლოვაკეთთან საერთო ევროპულ ფასეულობებზე დაფუძნებული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის. ხაზი გაესვა სლოვაკეთის რესპუბლიკის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით. პრემიერმა ისაუბრა GLOBSEC-თან აქტიურ თანამშრომლობაზე და ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის მზადყოფნა დაადასტურა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება GLOBSEC-თან პარტნიორობის გაგრძელებას ისეთი კონფერენციების ფარგლებში, როგორიცაა “საქართველოს ევროპული გზა” და “ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი”.შეხვედრისას, ასევე საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს და ამ გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს. GLOBSEC-ი ბრატისლავაში დაფუძნებული ანალიტიკური ორგანიზაციაა, რომელიც ევროპაში უსაფრთხოებისა და მდგრადობის გაძლიერების მიმართულებით მუშაობს, მათ შორის ამ კუთხით მსოფლიოს სთავაზობს ახალ იდეებს და პრობლემების გადაჭრის გზებს. რობერტ ვასმა რამდენიმე წლის წინ დააარსა GLOBSEC-ის ბრატისლავის ფორუმი, რომელიც, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმსა და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციასთან ერთად, მსოფლიოს ცნობილი კონფერენციების ხუთეულშია. ფორუმი, ჩვეულებრივ მასპინძლობს 1300-ზე მეტ სტუმარს, მათ შორის სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებს, მაღალი რანგის პოლიტიკოსებს, უმსხვილესი კომპანიების პირველ პირებს, არასამთავრობო და ანალიტიკური წრეების წარმომადგენლებს და სხვადასხვა სფეროს ლიდერებს

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება