fbpx

მადლობა საქართველოს მისი სოლიდარობისთვის, გვერდში დგომისთვის ამას ვაფასებ-პეტრო პოროშენკო

„კურიერმა” ცოტა ხნის წინ უკრაინის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ჩაწერა. პეტრო პოროშენკო 2014 წელს დაღუპული ადამიანების ხსოვნის პატივის მისაგებად მაიდანზე მივიდა.

პოროშენკომ საქართველოს სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მადლობა საქართველოს მისი სოლიდარობისთვის, გვერდში დგომისთვის ამას ვაფასებთ. მაშინ როდესაც თქვენ გიჭირდათ უკრაინა თქვენ გვერდით იყო 2008-ში, თქვენც მასთან ხართ ამ რთულ პერიოდში. ჩვენ საერთო მტერი და საერთო გამოწვევები გვაქვს. ჩვენ მტერს არ უნდა რომ ჩვენ ევროპაში გვიხილოს, ეს მის გეგმებში არ შედის. მაგრამ მისი გეგმები ჩვენ არ გვადარდებს. როდესაც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ჩვენი ინტეგრაციის საკითხს ვეხებით, მუდამ თქვენ გახსენებთ, რომ ნატოში ერთად უნდა შევიდეთ,” – განაცხადა პოროშენკომ.

უკრაინაში ვითარება კვლავ დაძაბულია. აფეთქებების და სროლის ხმა ისმის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში. ბოლო 24 საათში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ოკუპანტებმა 136-ჯერ დაარღვიეს. სროლის შედეგად დაიღუპა 2 უკრაინელი სამხედრო. რუსეთის თავდასხმის შედეგად კი დაჭრილია 5 უკრაინელი ჯარისკაცი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება