საერთაშორისო ტურისტულმა გამოცემამ “Wanderlust Magazine” საქართველომსოფლიოს საუკეთესო მიმართულებებს შორის დაასახელა

პოპულარულმა საერთაშორისო ტურისტულმა გამოცემამ Wanderlust Magazine
სექტემბერში სამოგზაუროდ 20 საუკეთესო მიმართულება გამოავლინა, რომელთა
შორის საქართველოცაა.
საქართველო სექტემბრის ტოპ-20 მიმართულების სიაში ისეთ წამყვან ტურისტულ
ქვეყნებთან ერთადაა, როგორებიცაა იაპონია, კანადა, არგენტინა, პორტუგალია,
ჩინეთი, გერმანია და ა.შ.
გამოცემის ოფიციალურ Instagram გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში Wanderlust – ი
ონლაინ მომხმარებელს, სხვადასხვა მიმართულებებთან ერთად, საქართველოში
მოგზაურობას ურჩევს და მიუთითებს საქართველოს ტურიზმის ეროვნული
ადმინისტრაციის ოფიციალურ გვერდს – georgia.travel, სადაც საქართველოში
მოგზაურობის მსურველები შეძლებენ, მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია ქვეყნის
ტურისტული პოტენციალის შესახებ.
ჟურნალის შეფასებით, სექტემბერი იდეალური დროა ახალი შთაბეჭდილებებისა და
მრავალფეროვანი თავგადასავლების მაძიებელთათვის

.
https://www.instagram.com/p/DcnqxtGn2u0/?igsi=NHMwZTBiNm1zNzlw&img_index=1

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება